უკრაინელმა კალათბურთელმა განმატა, რის ხარჯზე შეძლეს საქართველოს ნაკრების ძლევა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (79:66) შემდეგ, კომენტარი უკრაინელთაგან ყველაზე შედეგიანმა მოთამაშე ვიაჩესლავ ბობროვმა გააკეთა.

"როგორც შეხვედრის წინ ვთქვი, მეტოქის ლიდერებზე ვიყავით ფოკუსირებული - შენგელიასა და მაკფადენზე. ვცდილობდით დაცვაში ჩვენი თამაში გვეთამაშა, მოხსნები გვეკონტროლებინა, მაგრამ მათ პირველ ტაიმში ჩვენს ფარზე ბევრი ბურთი მოხსნეს. დაცვაში კარგი სამუშაო გავწიეთ, ფარზე ადვილი ქულების მოპოვების უფლება არ მივეცით, ფოლის აღებას მაშინაც კი ვცდილობდით, როდესაც სიმაღლეში უპირატესობა ჰქონდათ.

ეს პირველი მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ხომ საკვალიფიკაციოს შემდეგ რაუნდში გავედით. ერთმანეთისთვის
ვიბრძოდით, ჩვენს წესებზე ვიდექით, ჩვენს კალათბურთს ვთამაშობდით და მათ ისე თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით, როგორც სურდათ", - განუცხადა ბობროვმა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველა პროფესორი როგორა ხართ, ან ბავშვობაში არ გითამაშიათ, ან არ გიყურებიათ, როცა ხარ ქაჯი და გოიმი, არ გესმის ის რაზეც საუბრობ, უნდა დამუნჯდე და ჭკვიან ადამიანებს მოუსმონო!!! მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ არ გახარებთ ჩვენი წარმატება!!!
ჭიჭე
22:17 05-07-2022
0
გამყიდველი ქართული სული!!ეს უკრაინა რომ მოგიგებს მსოფლიოზე რა გვინდა?? იმიტომაც გავირტყით ის რაც გვაკადრა იმ ლიტველმა და ღირსები არვართ თუ ვინმე მეტყვით გიპასუხებთ....სამარცხვინოებიიი
Soso
20:50 03-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული