ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე უკრაინასთან მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აინარს ბაგაცკისის მოქმედებას უღირსი საქციელი უწოდა. შეგახსენებთ, უკრაინელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თავკაცს ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამზე მყოფ ჩვენს კალათბურთელებს უხამსი ჟესტი უჩვენა. ამის შესახებ სანიკიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ისაუბრა:

"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და ბოლო წამზე უკვე წუთშესვენებას აღარ იღებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი".

მკითხველის კომენტარები / 27 /
არ გვინდა ლუკა დონვოჩი, მარა თუნდაც კიდევ ერთი გიორგი ვინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი, რომ გაგვეზარდა კი შეძლებოდა ამ 30 წელიწადში იმდენი ფული ჩრიყარა თუნდაც ბასკონიადყან იმ გაუგებარ გარიგებაში.
დდდ
23:14 02-07-2022
0
ვინც უკრაინას ამართლებთ ყველანი ომის ფრონტზე წადით და შეგვეშვით ქართველებს ასე აჯობებს დაიცავით უკრაინა და საქართველოს შეეშვით.
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული