"ჯოჯოხეთი თბილისში და ცეცხლი პარკეტზე" - ესპანური მედია საქართველოს ნაკრებთან მარცხზე

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩს (76:82)  ესპანური მედია გამოეხმაურა.

AS: მტკივნეული დარტყმა თბილისში

"კავკასიელებმა ოვერტაიმში პარკეტზე ცეცხლი დაანთეს და ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. "საქართველო-საქართველო" - ომახიანად სკანდირებდნენ დარბაზში გულშემატკივრები. ქართველებმა წამყვანი ტრიოთი (მაკფადენი, შენგელია, შერმადინი) და "სპეციალური სტუმრით", ანდრონიკაშვილით, ესპანეთი დასაჯეს. ეს საგანგაშო არა, მაგრამ მტკივნეული დარტყმაა.

ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არ იყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".

"მარკა": ესპანეთი ქართულ ჯოჯოხეთში იწვის - გაუტეხელ
მაკფადენთან

"ტყუილად როდი იყო ეს შეხვედრა ამ სანაკრებო ფანჯარაში ყველაზე რთულად მიჩნეული. ამ ფონზე ესპანეთი უძლური აღმოჩნდა. ესპანეთს გარკვეულ პერიოდში საუკეთესო წუთებმა ვერ უშველა და ქართველთა "დიდმა სამეულმა" ტემპი შეცვალა, ნატურალიზებული ამერიკელის წინამძღოლობით ჯოჯოხეთი მოგვიწყო და გაიმარჯვა.

ახლად აშენებულ არენაზე მოჩანდა, რომ მასპინძლები ზეწოლას სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ. თავიანთ ეროვნულ გმირ თორნიკე შენგელიასთან ერთად მქუხარე ოვაციების თანხლებით, ეროვნული ჰიმნის, "თავისუფლების" შესრულების შემდეგ მოედანზე ჩვენზე უფრო აგზნებულები გავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
კიდევ ერთი დადებითი ჩვენთვის ამ წაგების მერე ვალდებული ხდება ესპანეთი უკრაინას მოუგოს თორე მეორე ეტაპზე 2 მოგებით გადავა რადგან მაკედონიასთან მოგებები არ ეთველებათ ხოდა მოუწევს 7 ში უკრაინას მასტერკლასი ჩაუტარონ დაუშვებენ აინარსს დედამიწაზე :დ იკითხავთ რატო არ მინდა უკრაინის მოგება რატო და უს ჟესტი ზუროს რო გაეკეთებინა მთელი უკრაინის კალ ფედერაცია ზუროსის გაშვებას მოგვთხოვდა მან ბოდიშიც კი არ იკადრა ჰოდა ასწავლიან 7ში რომ ჯერ უნდა გადახტეს და ჰოპ მერე დაიძახოს :დ
ნოდო
23:34 04-07-2022
6
პრესაᲨი არც უხსენებიაᲗ რომ მაᲗ ნაკრებს წამყვანი კალაᲗბურᲗელები აკლდაᲗ და წაგება ამისᲗვის არ დაუბრალებიაᲗ.ნამდვილი მსოფლიოს Ჩემპიონები არიან! Ღირსეულად Შეხვდნენ წაგებას!
Ღირსეული
07:52 05-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული