ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, რომ სპარინგებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თავს ექსპერიმენტების უფლება მისცა, როტაციას მიმართა და პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 31:24 მოიგეს, მეორეში 10 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 42:47 წააგო.
დიდი შესვენების შემდეგ შეცდომებს ორივე გუნდი უშვებდა, მეტოქე ჩვენს ფარზე მოხსნებში უკეთ გამოიყურებოდა, სამქულიანებსაც უკეთ ისროდნენ (საერთო ჯამში 13 სამიანი ჩააგდეს) და დასკვნითი პერიოდის წინ 7 ქულით გავიდა წინ (67:61). ბოლო მეოთხედის დასაწყისში მადიარები 9 ქულით გაიჭრენ წინ, მაგრამ ცინცაძის, შენგელიასა და სანაძის ძალისხმევით ზუროსის გუნდმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, საბოლოოდ უნგრელებმა 1 ქულით იმარჯვეს.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება და მაყურებელი არ დაესწრება, 6 აგვისტოს გაიმართება.
და როდიდან შეგვეძლება ბითაძის და მამუს ნახვა?
ბითაძეზე რა ხდება დაწეროთ იქნებ რამე მოვვადგა ევროპის ჩემპიონატი