წააგეს, მაგრამ მოიგეს - საქართველომ უნგრეთს ხუთმეოთხედიან მატჩში სძლია

AutoSharing Option
კეჩკემეტში მყოფმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ერთი ქულით გაიმარჯვა. ეს გახლდათ სავარჯიშო ტიპის მატჩი, რომლის დაწყებისას არც ეროვნული ჰიმნები შესრულდა, არც სუვენირები გაიცვალა და წინასწარი შეთანხმებით, სტანდარტული, 4 პერიოდის შემდეგ, ისე რომ ფრე არ დაფიქსირებულა, გუნდებმა დამატებითი დრო – 5 წუთი ითამაშეს. 4 პერიოდის შემდეგ წინ უნგრეთი იყო – 78:75, ხოლო ოვერტაიმის შემდეგ გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვიდა – 81:80.

რადგან მატჩი დახურული იყო, არც ტელევიზიით გადაიცემოდა და არც მაყურებელი ჰყავდა, მწვრთნელებს სხვადასხვა ტიპის ტაქტიკის
დამუშავების საშუალება მიეცათ, რომლებიც მოედანზე მოთამაშეთა შეყვანაში შეზღუდულები არ იყვნენ. ჩვენს ნაკრებში თხუთმეტივე კალათბურთელმა ითამაშა, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ.

უნგრეთის ნაკრებში არ ითამაშა ცნობილმა ადამ ჰანგამ, რომელიც დარბაზში არც მოსულა. საქართველოს ნაკრები თავიდან იგებდა, შემდეგ კი ჩამორჩებოდა. მატჩის ბოლო წუთებზე საქართველო დაწინაურდა თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს და 4 პერიოდი სათავისო ანგარიშით დაასრულეს – 78:73. დამატებით დროში უკვე ქართველებმა იძალეს. კარგი დაცვისა და გონივრული შეტევების ხარჯზე საბოლოოდ მეტოქე ჩამოიტოვეს და ქულით გაიმარჯვეს. 2 მატჩის ჯამში, გუშინ და დღეს, საქართველომ და უნგრეთმა თანაბარი ანგარიში დააფიქსირეს – 169:169.

საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ, 7 აგვისტოს დაბრუნდება და მზადებას განაგრძობს. შემდეგი სპარინგ მატჩი ჩვენს გუნდს 12 აგვისტოს, ისრაელის ნაკრებთან ელის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 13 /
შე მართლა ოე კი მარა იმათთვის არ იყო ამხანაგური, ორივე რომ მოგვიგეს?
ოეს
07 აგვისტო 2022 21:08
3
იმედია ევრო ბასკეთის ჯგუფურის მერე არ დაწერთ ვერ გავედით ჯგუფიდან, მარა მაინც გავედითო.დდდდ რა იყო ხუმრობა არ იცით ნუ მბლოკავთ.
რრრ
07 აგვისტო 2022 20:56
3
ამათ რას ვერჩით, ევროპაზე გასვლას ისე მიგვაჩვიეს, დაჯავშნული აქვთ ადგილი და ახლა მსოფლიოზე გასვლის მშვენიერი შანსიც აქვთ...თქვენ ის იკითხეთ, 18 და 20 წლიანები რომ ბ დივიზიონის ჯგუფიდანაც კი ვერ ახერხებენ გასვლას და მხოლოდ არაღიარებული კოსოვოს ნაკრებს ჩაგრავენ ყველა ასაკში ...
ვოოტ
07 აგვისტო 2022 15:01
0
მე არ ვიცი რა ხდება ფედერაციაში და ამაზე ვერავის შევეკამათები.ეს თამაში არაა ისეთი რომ ამის გამო ილანძღებით. ვარჯიშის დონეზე თამაში იყო და ის ხალხი ესპანეთთან მოგების გამო ბიჭებს გმირებს ეძახდით დღეს ენას ნუ მოიფხანთ,უხერხულია სულ მცირე თქვენი მხრიდან
ნიკა
07 აგვისტო 2022 02:46
2
თუ არ ხარ აზრზე და არ გაქვს შეხება ნუ ლაპარაკობ.
შევხვდეთ და აგიხსნი რაც ხდება.
გული მტკივა
07 აგვისტო 2022 09:40
2
სანიკიძე იმისთვის მოვედი ფედერაციაში,რომ ევროტურნირებზე ასეთ სამარცხვინო გამოსვლა გვენახა...მე ვიცნობ ერთ მწვრთნელს რომელმაც მითხრა რომ ჩემს გემოზე ნაკრები არ შეკრიბეს ვინ არ მირეკავდაო უარს ვერ ვეუბნებოდიო და წამოვიდა იქიდან....დღესაც იგივე ხდება...სანიკიძე ამას მიხედე პირველ რიგში...მაგრად მწყდება გული ფედერაციაზე იმიტომ რომ ბავშვი მყავს 26 წლის 207სმ სიმაღლის და გაფართოებულშიც არ დაიბარეს ნაკრები ზედმეტია...არ მიხედა არავინ იმის გამო რომ ფული არ მაქვს და არც მეგობარი ნათესავი არსად...თუ გავიდა საზღვარ გარეთ იქაურ მოქალაქეობას მივაღებიებდი...თუნდაც ცსკ ...იმ დონეზე ვარ მისული...მეც პრეტენზია მაქვს იმის რომ ჩემი ბავშვი 20 შიც მოხვდეს და 18 ბშიც...ოღონდ არ ათამაშონ...რამდენი ყავთ ვისაც არ უთამაშია...და ყველა მშობელს ექნება პრეტენზია...სანიკიძე იფიქრე მომავალზე.
გული მტკივა
07 აგვისტო 2022 02:04
26
შემეშალა 26 კი არ არის 17 წლის არის 207სმ სიმაღლის...აქტიურად დადის ვარჯიშებზე და შეუძლია 40 წუთი თამაში ითამაშა უფროსებში და 13-18 მოხსნაზე ნაკლები არ ქონია თამაშზე 8-10 ქულა თამაშზე.
34 წლით დიდება ეთამაშა
გული მტკივა
07 აგვისტო 2022 11:17
2
გული მტკივა. როგორაა ლექსში? მაგრამ შენი ჩემსას სჯობსო, ის ვერავინ დამაჯეროსო? ყველა მამიკოს ჰგონია, რომ გენიოსი შვილი ჰყავს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მწვრთნელი თავისი თავის მტერი არ არის, ამიტომ ძლიერს ყოველთვის აქვს შანსი გუნდში დადგეს, რაც შეეხება თანაბარი ძალის მოთამაშეებს აქ კი ხდება მიკერძოება და სწორიცაა. მეც ვიყავი სხვა სპორტში მწვრთნელი და გამოცდილებით გელაპარაკები.
გაბო
07 აგვისტო 2022 10:40
4
ყველა გამოხმაურება
ჰანგას გარეშეც ვერ მოგეთ სირცხვილია.
რრრ
07 აგვისტო 2022 00:34
8
ძმურად ამხანაგური მატჩები რისთვისაა ვაბშე იციი?
ოე
07 აგვისტო 2022 01:01
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული