საქართველოს ნაკრები ისრაელთან თბილისში მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა, რომელიც გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დახურული იყო - ამჯერად 68:81.
ჩვენი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკალაშვილი იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო. სტუმართაგან 12 ქულა გაი პნიკის ანგარიშზეა, ტომერ გინატმა კი 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. იამ მადარმაც 10 ქულა ჩააგდო.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ათენში გამართავს, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი იქნებიან.
და ასე შემდეგ....ერთია 207სმ და მეორე 1.95 სკოლის მოსწავლეები.მე არ ვდებ თავს რომ ჩემები მაგრები გაიზრდებიან მაგრამ ყურადღება უნდა იყოს თანაბარი და კონკურენცია თანაბარი.არ უნდა იჩაგრებოდნენ.
ამ თამაშში შენგელიას არ უთამაშია? დამამშვიდეთ და მითხარით, რომ მასაც ტრავმა არ აქვს?!
თითქოს მარტო შენგელიას უნდა მოგება და დანარჩენებიც მას გრძნობენ და არ იხარჯებიან.
არადა ესპანეთთან აქ ნათამაშების გამეორება ყველას შეუძლია და იმედი მაქვს ევროპაზე გამოაჩენენ ჩვენები ამ ყველაფერს.