თურქეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა ათენში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენის OAKA-ს დარბაზში, სადაც “აკროპოლისის თასის” მატჩები ჩატარდება, პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდმა საათნახევრის მანძილზე ივარჯიშა დარბაზში, რომელიც 18 000 მაყურებელს იტევს და როგორც ვარაუდობენ, საბერძნეთის ნაკრების თამაშებისას, სავსე იქნება.

მოლოდინის მიზეზი გახლავთ 2 კვირის წინ გამართული მატჩი, რომელშიც ბერძნებმა OAKA-ში ესპანეთს უმასპინძლეს და ათენელებმა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დარბაზი ბოლომდე გაავსეს. ამის მიზეზი გახლავთ იანის ადეტოკუმბო, “მილუოკი ბაქსისა” და თანამედროვე კალათბურთის სუპერვარსკვლავი, რომელიც ნბა-ს ორგზის MVP-ია და მას შემდეგ, რაც ამობრწყინდა, სამშობლოში პირველად თამაშობს.

საქართველო
საბერძნეთს 18 აგვისტოს ეთამაშება, მანამდე კი 17-ში თურქეთს შეხვდება, ხოლო 19 აგვისტოს ტურნირს პოლონეთთან მატჩით დაასრულებს. ილიას ზუროსის გუნდი OAKA-ს დარბაზში მეორე ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს.

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია იმედი შემოგვთავაზებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია არ იკითხაცთ რომელ არხზე გავაო :D
ნოდო
21:45 16-08-2022
0
იმედის პროდიუსერი თავს ჩამოიხრჩობს და თურქული სერიალის მაგივრად კალათბურთს არ გვაჩვენებს.ამიტომაც დროს არ ამბობენ.
ნუკრი
13:12 17-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული