კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
რა ხდება ? რა ხდება და , ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი დავიჭირე თოკოს იმ ცნობილ ჩართვაზე და გული დამწყდა (მიუხედავად მის მიმართ პატივისცემისა) , რომ ასე ესმით ის რეალობა , რაც ზოგადად კალათბურთში ხდება . მე გეტყვით რა ხდება , როგორც ზოგიერთები რაგბში გვაჯერებდნენ , რომ ჩვენი მთავარი იარაღი არის შერკინება და ისევ იმას უნდა დავუბრუნდეთ , სამწუხაროდ კალათბურთი ზობ-ზოგიერთებს , არ უნდათ სისწრაფეზე აგებული თამაში , რადგან ნელი მაღლების "ფარქვეშითა" კალათბურთი აღარ იქნება წამყვანი და სტატუსის დაკარგვისა ეშინიათ . თანამედროვე კალათბურთი 1-2-3 და 4 ნომერზეც კი , ძალიან დიდ მოძრაობას და დინამიკას მოითხოვს . გინახავთ ბავშვთა კალათბურთში ვარჯიშებზე რა ხდება ? ვინც მაღალია , მარტო ფარზე შედის , ვინც დაბალია პერიმეტრიდან ესვრის . ყველგან ყველა ესვრის განურჩევლად სიმაღლისა .ბახტაძე რამდენჯერ დარჩა U-16 პერიმეტრზე , არც უცდია სროლა , ყველა ნაკრების ცენტრი ესროდა მაგ ასაკშიც კიი . დაამთავრეთ ცენტრების დომინაცია და მოძრავ და სწრაფ კალათბურთზე გადადით , სხვა შემთხვევაში გვეყოლება მხოლოდ ერთი მექულე და წაგებული თამაში , ეს სპორტი ვითარდება და დღეს რომ ჩვენ შანს ვუშვებთ ნიჭიერი ბავშვების დაკარგვით , 10 წლის მერე მივიღებთ მაგის უარყოფით სედეგს .
ATP 16
17 აგვისტო 2022 23:21
0
ტიპები გაბღენძილები თამაშობენ. დაიჯერეს, რომ რახან უმოტივაციო ესპანეთის მეორე გუნდს მოუგეს, მართლა ძალიან მაგრები არიან. ფაჩულია იყო ეგრე განსაკუთრებით მეორე ჩემპიონობის მოგების მერე. ახლა შენგელია დააბიჯებს ლეგენდასავით. ამათ ყველა გახევს თუ ასეთი მიდგომით გავლენ. ცინცაძეს საერთოდ რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში თუნდაც 10 წლის წინანდელი ცინცაძე იყოს. ზარალია ტიპი. ისე რომ დაფიქრდე, კომენტატორები ეგრე არ ბაქი-ბუქობენ? მაგარი ბაქი-ბუქა სასტავი ვართ :)
odala
17 აგვისტო 2022 21:47
6
მარტო შენგელია ვერაფერს გახდება,ზუროსი ჯადოქარი ხომ არაა? მაკფადენმა მოიწყინა ნაკრები და სიცილ ხარხარით დარბის მოედანზე. სანაძეს რა ფუნქცია აქვს საერთოდ?
ზურა
17 აგვისტო 2022 21:29
0
კატასტროფა!!! ევროპაზე არაფერი გვესაქმება!!!
!!!!
17 აგვისტო 2022 21:23
6
სამარცხვინოები ხართ აგდებული და დამამცირებელი კომენტარების ავტორები. კომპეტენცია-0,ნამუსი -0, ბოღმა-100...
სად შეძვრებით საინტერესოა, მსოფლიოზე რო გავალთ და ევროპაზე, ჯგუფში და პლეი-ოფში რო გუნდებს გავარღვევთ...
Irakli Apkhaidze
17 აგვისტო 2022 23:41
17
ჰო, მალავს ზუროსი, დღესაც დამალავს ბერძნებთან, ისიამოვნებს 50 ქულიანი სხვაობით. მერე ბითაძე გინდაც ჩამოვიდეს, ვისთანღა უნდა შეთანაშდეს, ირაკლი პაპასთან? კარგად მუშაობს რუსეთი, სრული ფიასკო გველოდება წინ. ამათ კვარას ვითომ კოვიდს და ცარიელ ტრიბუნებს არავინ აპატიებს. მოვა დრო და დაფქვავს მაია ცქიტიშვილი ყველაფერს, როგორც ეხლა ფქვავს გოგაშვილი. მანამდე მოგვიწევს ამათი სვარკის ყურრება.
კარგით რა
18 აგვისტო 2022 09:31
20
ინტერნეტი ხომ აგიკრძალეთ, საიდან დაპოსტე? სასწრაფოდ დაბრუნდი პალატაში
ფსიქიატრიული კლინიკა #1
18 აგვისტო 2022 10:12
3
თამაშს მალავენო?! თამაშის დამალვა თუ უნდოდათ საერთოდ ნუ ითამაშებდნენ ამ ტურნირს!!! ეეეეეჰ ეხლა საბერძნეთი ამოგვტენის კიდევ და ვინ იქნება შემდეგი?!
???!!!
18 აგვისტო 2022 09:10
3
შემადგენლობის კუთხით თითქმის ყველაფერი ნოემალურად არის ბიჭებიც მოტივირებულები ჩანან და ასეთი რეგრესი რატომ აქვს ნაკრებს უცნაურია, ამას მიზეზი აუცილებლად ექნება და სანამ ოფიციალური თამაშები დაიწყება მანამდე უნდა მიაგნოს ზუროსმა. პ.ს. მწვრთნელმა უკეთ იცის მაგრამ დაცვის დროს მაღლებს პერიმეტრზე რატომ ვწევთ ვერ ვხვდები.
ლაშა
17 აგვისტო 2022 21:22
1
თუ მალავენ ლოგიკურად ამხანასგურებიც რა საჭიროა უფრო დასვენებულები არ იქნებიან? ესპანეთთან მოგების შემდეგ ჯერ კიდე ცაში დავფრინავთ ხო შეიძლება ერთი თამაში მაინც ისეთი იყოს არ გვქონდეს მიზეზი იმისა რო დავმალეთ რამე
ნოდო
17 აგვისტო 2022 21:20
2
დამაიმედებელი არაფერი ჩანს, სამწუხაროდ...
დავით
17 აგვისტო 2022 21:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული