კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ან როგორ ადიან 80-90 ქულამდე,საოცრებაა.სამიანებს ესენი ვერ ესვრიან და საჯარიმოებს 50 პროცენტიანი სუზუსტით მხოლოდ.შეიძლება საკალათბურთო ქვეყანას 20 წლის განმავლობაში ერთი ნორმალური სამქულიანის ჩამგდები არ ყავდეს???კი ამხანაგურია და შედეგს ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს,მაგრამ ასეთი თამაშით წმინდა სათამაშო კომპონენტით მხოლოდ ბულგარეთთან ვიქნებით ფავორიტები.წარმომიდგენია როგორ გვეთამაშება ბელგია.მხოლოდ სამიანებს ისვრიან მეტს არაფერს გააკეთებენ...მიდი და მოუგე.ეს ბითაძე რა გახდა,დავბერდი და ვერ ვნახე სანაკრებო ფორმით ეს კაცი.შუშისაა?ალბათ ჯგუფიდან გავალთ სახლის და ემოციების ფონზე,მაგრამ მერვედფინალში,ემოციებისგან დაცლილი და ფიზიკურად გამოფიტული გუნდი შეგვრჩება ხელთ.
Master
18 აგვისტო 2022 00:12
1
კი მართალია ამხანაგური იყო მარა 2 თამაშში 100-100 ქულიაზე მეტის გაშვება დასაფიქრებელია,სამწუხაროდ ზოგიერთი მოთამაშე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს.
რავიცი რავიცი
17 აგვისტო 2022 22:38
0
რასაც ვუყურებ ინდივიდუალური შესრულება (თოკოს და შერმას გარდა) და ტაქნტიკური კომბინაციები აკლია გუნდს, ინდივიდუალურს ვერ გამოასწორებს, მაგრამ გათამაშების არ ცოდნა მთლიანად მწვრთნელის ბრალია, მსოფლიოზე თუ არ გამოასწორა ესკომპონენტი გუნდმა მაშინ ზუროსი გასაშვებია, ასევე კაი ლეგიონერი გვჭირდება, მაკფადენის დონე არასაკმარისია ლეგიონერისთვის.ზოგადად გურასპაულმა ბევრი გააკეთა, ეხლავიკქტორ სანიკიძე უნდა გამოფხიზლდეს, ზაზა დაეხმაროს და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ გუნდი. ვიკა გულშემატკივარი შენგან მოვითხოვთ განვითარებას თუ არადა წადი , მარა ჯერ ადრეაწადის ძახილი, ველოდებით ნაკრების და ზოგადად კალათბურთის განვითარებას. ფულზე ნუ იწუწუნებთ, მიდექით მოდექით და მოძებნეთ სპონსორები, კაპიტალიზმია და არავინ მოგიტანთ ფულს ისე თუ არ დააინტერესეთ ბიზნესმენი თუ ვერ ახერხებთ წადით , სხვა მოახერხებს და ასე უნდა გაგძელდეს სანამ იდეალური გუნდი არ მოვა სათავეში.ისე როგორც კალათბურთელი მაგრად გაფასებ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
გიორგი
17 აგვისტო 2022 21:25
7
დღეს მოედანზე იყო ერთადერთი თორნიკე შენგელია, მაქსიმუმი გაიღო, მაგრამ ასე უსუსტეს გუნდსაც ვერ მოვუგებთ. ვერ ისვრი და ვერ იგებ - აი ეს არის რეალობა. დაცვაში მაქსიმუმი რომც გაიღო, შენ სროლაში კატასტროფული მაჩვენებელი გაქვს და ასე მოგება გამორიცხულია ლ
: )))))))
17 აგვისტო 2022 21:10
1
იმედი მაქვს, რომ მოხერხდება ხარვეზების გამოსწორება! წარმატებები!
დო მაჟორი
18 აგვისტო 2022 00:50
1
Am tamashebidan shedegze araa aqcenti.mamukelashvili jdeba gundshi nel_nela.nu nerviulobt,yvelaferi kargad iqneba.zurosma icis tavis saqme.
Gia
18 აგვისტო 2022 00:05
0
რაღაც ხდება???
ზუროსი საერთოდ მოშვებულია???
ვითომ რაღაც ჩაიფიქრა???
თუ ჩააფიქრებინეს???
ყველაფერია მოსალოდნელი დღევანდელ სიტუაციებში?!
თენგო
17 აგვისტო 2022 21:30
7
მაცალეთ რა ვიცი ჩემი საქმე მე ვიცი
zurosi
17 აგვისტო 2022 21:10
5
დამიჯერეთ მალავს ზუროსი ნამდვილ ძალას ნახავთ ევროპაზე დავანგრევთ ყველას
გიო
18 აგვისტო 2022 02:31
11
რატომღაც მეც მგონია რომ მალავს თამასშს მეტოქე ვინც ნახავს ყველა მიხვდება რა სუსტად არი დაცული პერიმეტრი ყველა მაგაზე ააგებს თამაშს ევრო დაკეტოს ფარ ქვეშ დავანგრევთ ყველას
Soso
18 აგვისტო 2022 04:45
0
2 კვირაში შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, რაც არის ეს არის. გადაბერებული და შენელებული შუთერები + სათადარიგო სკამი სკამის შესავსებად. ხუთივე თამაშზე ვიყიდე ბილეთები და უკვე ვფიქრობ რომ ნერვები ამელეწება

მაკფადენმა მოუკლო პერიმეტრიდან ზუსტ სროლებს, ბითაძე ან იქნება ან არა და თუ იქნება ფორმაში შესვლა ვერ მოასწრებს

მე-5 ევრობასკეტი ჩემი აზრით იქნება ყველაზე სუსტი ევრობასკეტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში

დადებითიც უნდა ითქვა. სამწამიანი ზონა ჩვენია და მეტოქეებს ევრობასკეტზე ამოვტენით
დააT
17 აგვისტო 2022 23:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული