კვლავ წუნი დაცვაში - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასზე პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 88:101 დამარცხდა.

ათენში საცობების გამო მატჩი 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. წაგებული წინა ოთხი ამხანაგური შეხვედრისგან განსხვავებით თავიდან საქართველოს ნაკრები დაცვაში უკეთ მოქმედებდა, მეტადრე ეს მამუკელაშვილზე ითქმის, 10 ქულით დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 24:18 მოიგო.

მეორე პერიოდში მეტოქე ხშირად ახერხებდა პერიმეტრზე ცარიელი კალათბურთელის დატოვებას, სამქულიანები ზუსტად ისროლეს, შეტევაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და პირველი ტაიმი 1 ქულით დავთმეთ.

დიდი შესვენების შემდეგ
უფრო ქაოტური თამაში წავიდა, თურქებმა ოსმანის ძალისხმევით 11 ქულით გაქცევა მოახერხეს, ჩვენი გუნდი მეოთხე მეოთხედშიც უშვებდა დაცვაში შეცდომებს და საბოლოოდ დამარცხდა.

შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 18, მამუკელაშვილმა 16 (პლუს 14 მოხსნა), მაკფადენმა 12, ბურჯანაძემ 8, სანაძემ 6, ანდრონიკაშვილმა 6, ხოლო ცინცაძემ - 2. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ოსმანი იყო, კორკმაზმა 18, შენგუნმა კი 17 ქულა ჩაგვიგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 აგვისტოს მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
მალავს მალავს ეტყობა
ხომ ამბობდა ამხანაგურები შეიძლებ წავაგოთო, თუ ჯობია წავაგოთო
დაცვას საერთოდ არ ათამაშებს!
თენგო
18 აგვისტო 2022 06:25
0
მაუკელაშვილი,ანდრონიკაშვილი,შერმადინი...დანარჩენი-ზოგი-დიდი-და-ზოგი-პატარა-ასოა...შენგელია-რას-იპრანჩება-ეგ-მაცინებს,რეებს-იგონებს,რა-ბურტებს-კარგავს,რატომ-არ-აძლევდნენ-დასწყსში-პასებს-მაუკელაშვილს-ეგა-და-ის-გამტამაშებელი-შლეგი-ამერიკელი...კაროჩე.-დარხეული-აქვტ-ამ-გადაძველებულ-ვადაგასულ-ტიპებს...ბეჟანიშვილია-ერტი-რატომ-არ-იწვევტ,განა-ბოლოთაშვილს-ან-ლონდარიძეს-არ-ჯობია?!ტიპი-კანადაში-თამაშობს,ნიჭიერი-კაცია,რატომ-არ-ატამაშებტ...მაგრამ-აქ-ბოისების-და-მცვრტნელტა-საბჭოს-გენიაშია-საქმე,ვაი-მაგატ-პატრონს-უყბედურს...
svano magarski
18 აგვისტო 2022 12:12
6
ბუჟანიშვილი ავსტრიის მოქალაქეა და როგორ მოიწვიონ გენიოსო.
რრრ
18 აგვისტო 2022 14:15
0
მოგესალმებით ყველას
ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს დავამატებ
ვისაც კალათბურთი გესმით როგორ გამართულად სროულობენ მათი კალათბურთელები სამიანებს წელში გამართული და სუფთა სპორტულად. აბა ჩვენები თუნდაც მ.აფენი იპარჭყება. ნუ ცინცაძეს რაც შეეხება მაგარი იყო ჩემი ტოლაა მაგრა დარბოდა პასიც მაგარი ქონდა მარა ა
გულშემატკივარი
18 აგვისტო 2022 13:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული