თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.
მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34 მოვიგეთ.