კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკეთ დაცვაში და უარესად შეტევაში

აკროპოლისის თასზე მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ათენში საბერძნეთთან 67:80 დამარცხდა.

თურქეთთან მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო მამუკელაშვილმა, დღეს დილით არ ივარჯიშა, თუმცა ის პარკეტზე გავიდა და მწვრთნელმა ზუროსმა ცინცაძესთან, მაკფადენთან, შენგელიასთან და შერმადინთან ერთად სასტარტოში დააყენა. მასპინძლებს იანის ანტეტოკუნმპო ვერ დაეხმარა, რომელიც იტუდისმა დაასვენა. ჩვენი გუნდი დაცვაში თავიდან ისევ კარგად თამაშობდა და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგო.

მეორე პერიოდში საბერძნეთმა, რომელსაც გულშემატკივრები უჭერდნენ მხარს, თანამემამულე მსაჯების წახმარებით და აქტიური თამაშით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი 37:34
ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბევრი შეცდომა დაუშვა, პერიმეტრიდან ქულებს ვერ აგროვებდნენ, ბერძნები ზუსტი სამიანებით 11 ქულით წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოოდ 13 ქულით დაგვამარცხეს.

ჩვენი გუნდიდან 21 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (პლუს 8 მოხსნა), შენგელიამ და შერმადინმა 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს, ანდრომიკაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 6, ბურჯანაძემ კი 2. ელადელთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი სლუკასი იყო.

მოკლედ, ზუროსის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა და 19 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქეთს 87:86 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 37 /
სტატისტუკური მონაცემები არ მაქვს და დანამდვილებით ვერ ვიტყვი მაგრამ მემგონი ჩვენს ნაკრებზე ცუდად სამქულიანებს არცერთი გუნდი ესვრის. არათუ ნაკრები, გუნდი. გუნდი რავი, ბურკინა ფასოს ჩემპიონატში ან მალტის ჩემპიონატში მოთამაშე ქალთა კლუბიც კი უკეთ ისვრის სამქულიანებს. რავი.
იბერია
12:03 19-08-2022
0
რა შერცხვენა ხალხო? რა გჭირთ? მე ძალიან მწარედ მახსოვს, ამხანაგურებში რომ იფრინეს, ყველას მოუგეს, მერე? მერე რა იყო, ისიც მახსოვს. შენიშვნები მეც მაქვს, მაგრამ მწვრთნელია თავი და თავი ყველაფრის. ასე რომ...
ლევანი
12:00 19-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული