ნაცნობი სურათი - მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12
ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა
კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ექსპერტებით სავსეა სოცქსელები :)
პ.ს. ცოტა დრო დარჩა,მოვითმინოთ და ნახავთ ;)
ადამიანი
19 აგვისტო 2022 23:33
2
აქ აკომენტარებენ 13-14 წლის სკოლის ბავშვები . რაც გამოჩნდა . მახსოვს ნაკრებმა რო ყველა ამხანაგური მოიგო. ლიტვა იტალია სერბეთი და მერე ოფიციალურებში ევრობასკეტის ჯგუფიდან ვერ გავიდა . იმის მერე ვისაც ოდნავ მაინც აქ ტვინი თავში ამ შედეგებს არ უნდა უყურებდეს. მაგრამ 14 წლის ლაწირაკს გინდა ელაპარაკე გინდა არა. ოხონდ ალაყაფე და აწერიე უაზრო კომენტარები
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
19 აგვისტო 2022 23:00
4
ავი ენები ამბობენ მაშინ ევროზე ფაჩულიას ბეჭედმა აწყინა და არია სიტუაცია გუნდში.
მ.მ
20 აგვისტო 2022 02:14
3
ასე ჩვენი გუნდი ფარჩაკდებოდეს არმახსოვს, სამიანებს უბანში ვისვრით ბიჭები ამათზე მაგარად ექვსი წუთის მანძილზე 2ქულა ავიღეთ სირცხვილია
irakli
20 აგვისტო 2022 13:18
0
როგორც მივხვდი ესპანეთთან ყარაულის თოფის ამბავი იყო
მეგრელი
19 აგვისტო 2022 23:57
7
გასაგებია რო ბექაურს ცენტრზე ათამაშებს, ბურჯანაძის პოზიციაზეც შეუშვი, კაცი მოხსნებზე კარგია, ამ 2 წუთიან მონაკვეთებშიც მოხსნა ბურთი. 8 თამაშში 10 წუთი არ უთამაშიათ სათადარიგოებს.
მ.მ
20 აგვისტო 2022 02:09
0
გაუვიდა ზუროსს ვადა!
სააკაძე
19 აგვისტო 2022 23:34
4
მე არ ვიცი ვ8ნ რას მალავს ერთიდაიგივეს რო ვუყურებ 20 წელია კია ფაქტი. ისევ გვბ9მბავენ სამქულიანებით - ყველა გუნდი ჩვენზე კარგად ისვრის. ისევ ნელი მკვდარი შეტევა და ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი ან 24 წამის წესის დარღვევა. ისევ უაზრო ფოლები. სკამის დახმარება ფაქტობრივად ნული ჯარიმებსაც ვერ აგდებენ. ისევ 3-4 კაცის ინდივიდუალური აფეთქების იმედად ყოფნა.ბურჯანაძე ისევ ჩხუბობს, სანაძე ისევ შეწუხებული სახით დადის შენგელია ისევ იბრძვის გიჟივით თითქმის მარტო შერმადინი ისევ სტაბილურია და კარგია.მაკფადენმა ჩააგდო ეს ტურნირი მაგრამ არა იქნება პრობლემა. სანდრო მოგვეხმარება და რატიც დალშე რავი, რა დაიმალა ასეთი და იქნება სიურპრიზი დავიჯერო ბექაური, კორსანტია, ფევაძე, ჯინჭარაძე, ბოქოლიშვილი გადავმალეთ? ყველაფერი იგივე იყო რასაც სულ ვუყურებთ - რაც ყველამ ისედაც ოცის. ერთი ის იყო რომ ხო ლიდერები არ შევაკალით ყველა თამაშს - არ დახარჯეს ძალები მაგრამ ახალი რა იქნება ნეტავ? ნეტავ რა დაიმალა ასეთი?
იბერია
20 აგვისტო 2022 12:16
1
ბითაძე თუ შემოგვიერთდა, ჰოლანდია შეიძლება დავამარცხოთ თბილისში, ვიმეორებ: შეიძლება, შანსებს 50/50 -ზე ვაფასებ...აი, მერე იტალიასთან და ევროზე სახლში, ასეთი თამაშით მხოლოდ ბულგარეთს შეიძლება ვძლიოთ. დანარჩენ მატჩებში- ბელგიასთან, ესპანეთთან, თურქეთთან და მონტენეგროსთან, უშანსოდ ვიქნებით...ევროს შემდეგ, სანდრო, რატი და გოგა ბრუნდებიან usa-ში, აი მერე ხომ საერთოდ ვერც ერთ თამაშს ვერ მოვიგებთ...
თეიმურაზ კვიტაიშვილი
20 აგვისტო 2022 11:19
5
ბატონო ილიას სადაც დაგვპირდით, რომ ვიქნებით, მგონი უკვე იქა ვართ!
ჰოლანდიასთან - ალე ჰოპ! ფოკუსი იქნება?
ვაჟა მასწავლებელი
19 აგვისტო 2022 21:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული