აკროპოლისის თასზე პოლონეთთან 76:87 დამარცხების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა.
ზუროსის თქმით, ეს ტურნირი მოზამზადებელი ეტაპი იყო, ახლა ოფიციალურ მატჩებზე გადაერთვებიან, ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდზე, მერე ევრობასკეტზე, თავისი კალათბურთელების სჯერა, რომ ერთად დიდ საქმეებს გააკეთებენ, ამისათვის პოზიტივის შენარჩუნებაა აუცილებელი, დეტალებზე მეტს იმუშავებენ, თანდათან აუმჯობესებენ ტაქტიკურ მონახაზს, ყველაფერი რთული გახლდათ, ვინაიდან ექსპერიმენტებს მიმართეს - ითამაშეს მაღლებით, დაბლებით, დაცვის სხვადასხვა სისტემით და 24 აგვისტოს სავსე დარბაზს ელიან.
იმედია სიურპრიზს გვიწყობენ, მოკლედ თქვენს გვერდით ვარ და ერთი სული მაქვს ევროპა დაიწყოს!
მე მართლა არ მგონია, რომ თამაშს მალავენ ჩვენები, ერთი თამაშის ტურნირი ხომ არ არის და ხო ნახავენ პირველი თამაშების მერე ჩვენს რეალურ ძალას, თან ევრომდე ორი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს.
მოკლედ გვეუბნებიან გვაცადეთო და კი ბატონო ყველა ვიცდით, მართლა მგონია რომ მაგარი გუნდი გვყავს და შეუძლიათ ისტორიული მიღწევების შექმნა, უბრალოდ გულწრფელად შევწუხდი ამ ამხანაგური თამაშებით.
საერთოდ არ მაინტერესებს ამხანაგურებში შედეგები. პირიქით ამ თამაშების შემდეგ ჯგუფის მეტოქეებს შეხედულება დარჩებათ რომ ჩვენი ნაკრების დაცვა მოშლილია და სამქულიანებით ადვილად მოგვიგებენ და ვფიქრობ ეგ არასწორი მიდგომა ძვირად დაგიჯდებათ!
პირველი ორი თამაში რომც წავაგოთ ჯგუფში, მომდევნო სამივეს მოვიგებთ და მეორე ან მესამე ადგილით გავალთ.
ბერლინში კი მინიმუმ 2 თამაშს ვითამაშებთ!
მოთმინება ყველას და საკუთარი ნაკრების რწმენა!
24-ში ყველა ნიდერლანდებთან თამაშზე!