ბითაძე: 24 აგვისტოს თამაშისთვის მზად უნდა ვიყო

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ცენტრი გოგა ბითაძე თბილისში გუშინ ჩამოვიდა, საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა და კალათბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდთან კომენტარი გააკეთა:

"უკრაინასთან მატჩის წინ ტრავმა მივიღე, სამკურნალოდ ამერიკაში წავედი, გავიარე სამედიცინო შემოწმება, ნახეს როგორ მდგომარეობაში მაქვს მუხლი. სამი კვირის განმავლობაში როგორც შემეძლო მივხედე, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენე.

ვფიქრობ, 24 აგვისტოს თამაშისთვის მზად უნდა ვიყო. გუნდთან ერთად მომზადებას გავივლი, 5X5-ზე თამაშისას შევხედავ, როგორ მაქვს მუხლი და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი ყველას გვაქვს".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში
ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არავითარი კითხვის ნიშნები გოგა, უნდა იყო სხვა გზა უბრალოდ არაა.
რრრ
00:41 23-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული