ბითაძე თბილისში ჩამოვიდა და ნაკრებს შეუერთდა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ცენტრი გოგა ბითაძე ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც ტრავმას მკურნალობდა, - იტყობინება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდით.

ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია, არის თუ ბითაძე სათამაშოდ სრულად მზად, მაგრამ რადგან ჩამოვიდა, დიდი ალბათობით ეროვნულ გუნდს დაეხმარება.

გოგას გარეშე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ შვიდი ამხანაგური შეხვედრა წააგო და 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდებს უმასპინძლებს, 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო სექტემბერში თბილისში ევრობასკეტი დაიწყება, სადაც A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი და მონტენეგრო არიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრები მინიმუმ მეოთხედფინალში გავა
kote
09:32 22-08-2022
0
imedia gaamartlebs uvarjishebeli,ukombinacio,amdeni xani gamotova.
კუ კობსონი
22:00 21-08-2022
0

სიახლეები პოპულარული