ბითაძე შემადგენლობაშია - ზუროსმა ნიდერლანდებთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურ მატჩებს იწყებს. დღემდე, მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური მატჩები მხოლოდ საიმისოდ იყო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა და ევრობასკეტისთვის მომზადებული და ეს დროც დადგა: 24 აგვისტოს საქართველო “თბილისი არენაზე” ნიდერლანდებს მასპინძლობს.

ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად არის, თუმცა ამ ნაკრებებთან ჩატარებული თამაშები მეორე ეტაპზე გადაჰყვა და მომავალ მატჩებს მომდევნო ჯგუფიდან კვალიფიცირებულ ისლანდიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ნიდერლანდებთან ერთად საქართველო
იტალიას ეთამაშება სტუმრად, ქალაქ ბრეშაში. ნაკრები აპენინებზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება და იტალიას 27-ში დაუპირისპირდება.

ნიდერლანდები ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება, რადგან მეორე ეტაპზე გამარჯვება არ გამოჰყოლია (საქართველოს 2 მოგება აქვს), თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ევროკალათბურთში, მით უმეტეს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ნიდერლანდები ძალიან მებრძოლი გუნდია, რომელსაც საქართველო ევრობასკეტ 2015-ზე, ხორვატიაში ჰყავს დამარცხებული და თბილისში, ამჯერადაც მოგებას ეცდება.

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური

საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ჰოლანდიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია. მე-13 კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილია, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვება და ბრეშაში გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. მას ტრავმა აწუხებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს შეუდგა, ბოლომდე მწყობრში ჩამდგარი არ გახლავთ.

მატჩის წინა დღის ვარჯიში საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრნენ. საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი ახალაშენებულ “თბილისი არენაზე”, 24 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეხლა ვნახე, მატო 25 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი სადღაც 15 ცალი. კიდევ ყოჩაღ ჩვენს გულშემატკივარს
: )))))))
24 აგვისტო 2022 16:51
0
გეხვეწებით პირი გაიპარსეთ რა, ასე მგონია თალიბანელები გამოდიან სათამაშოდ და ყურებაც მეზარება
ნანაკო
24 აგვისტო 2022 16:23
4
ზოროსმა გაპარსოს ბითაძე და შენგელია ( გაკრიჭოს კიდეც ).

უენერგიო , " ბეზპრასსვეტნი " მოხუცებს ჰგვანან, არადა როგორი სასიამოვნო გარეგნობა აქვთ.
v
24 აგვისტო 2022 15:45
1
კარგით რა ხალხო, რა დროის ცინცაძეა, მაგას ბაქრაძე ასი თავით სჯობია, პასს მაინც აძლევს მაკფადენს, ცინცაძეს შემოაქვს ბურთი, მერე პარკეტზე აკაკუნებს კაი ხანს, ჩვენები დარბიან, ეხსნებიან, ეს კიდევ აკაკუნებს, გეგონება რაღაც კომბინაციას ათამაშებსო, მაკფადენს იგნორს უკეთებს, ვითომ თვითონ რაიმეთი სჯობდეს, ბოლოს ისეთ პასს გააკეთებს, ვერც კომბინაციას ვერ გაათამაშებ, იმიტომ , რომ დრო აღარ რჩება მეტი, თან ძალიან უხერხულ პასს, აზრი რომ აღარ აქვს ასეთ დროს ასეთი პასის გაკეთებას, ასე გააფუჭებს მინ.5-6 შეტევას და ბოლოს სკამზე დასვამენ. არ შეუძლია მეტი, კლასი რაცა აქვს, ეგა აქვს, აწი ეგ რისი მომმატებელია კლასში?! არავითარი პირადული, მხოლოდ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ვამბობ.
24 აგვისტო 2022 15:40
1
მე ამ თამაშს ევრობასკეტზე მატი მღელვარებით მოველი დღეს გამოჩნდება რისი თავი გვაქ, თუ დღეს ვერაფერი სახეირო ვქენით ევრობასკეტის ყურებას აზრიც არ ექნება. მარტო მოგებას არ ვგულისხმობ დამაჯერებელი უნდა იყოს გუნდი.
ტტტ
24 აგვისტო 2022 12:44
0
მე, მაგალითად, ამ ბურჯანაძეს სულ რატომ ათამაშებენ, ვერაფრით გავიგე.
zurab
24 აგვისტო 2022 11:16
8
მე მაგალითად ფევაძეს მივცემდი შანსს. მართალია სროლა არ უვარგა, მაგრამ სამწამიანშია ძალიან სასარგებლო. მოხსნა და ჩაგდება შეუძლია. დაცვაშიც კარგია. და არც ამდენ ჯარიმას იღებს.
ბოლოსდაბოლოს მოსამზადებელ მატჩებში მაინც ვათამაშებდი. იქ გამოჩნდებოდა ვინ არის უკეთესი და კითხვებიც აღარ დაისმებოდა.
დათო
24 აგვისტო 2022 13:14
0
აბა შენ ვის ჩასვამდი ბურჯანაძის მაგიბრად 12-ში? ლონდარიძეს, ფევაძეს თუ კორსანტიას? თან ბექა ამ მოსამზადებელშ ვისზე უარესი იყო? 1-2 სამიანს აგდებდა, მეტი არც დუდას ქონდა არც მაკფადენს .დდ ერთადერთი ჯარიმებს ვერ ისროდა კარგად მარა ჯარიმებს სანდრო გაძილებით უარესად ისვრის.
რრრ
24 აგვისტო 2022 12:38
1
ყველა გამოხმაურება
აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა მეც. ძალიან კარგია თუ ბერიშვილი მომჯობინდა. 1 სამიანების მსროლელი მაინც გვეყოლება.
დათო
24 აგვისტო 2022 10:35
3
რა ბერიშვილის სამიანები ტო, მაკფადენს თუ არ გაეხსნა არაფერი გამოვა.
გოგი
24 აგვისტო 2022 12:46
0
აქ ცინცაძე წერია,სხვა საიტებზე ბაქრაძე,რომელია მართალი?
გია
24 აგვისტო 2022 10:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული