კარგი მეორე ტაიმი, ნიდერლანდებთან მოგებული მატჩი და შენგელიას სამწუხარო ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდები 77:66 დაამარცხა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.

კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და მამუკელაშვილის ძალისხმევით
თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 14 ქულით გაიქცა, სამწუხაროდ შენგელია სწრაფი იერიშისას წაიქცა, მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო და დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მერე 17 ქულითაც გავიჭერით წინ, მოწინააღმდეგემ მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, დიდებული გახლდათ მაკფადენი და 11 ქულით გავიმარჯვეთ.

ახლა მთავარია რამდენად მძიმე ტრავმა მიიღო შენგელიამ.

ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 13, მამუკელაშვილმა 10 (პლუს 10 მოხსნა), ბითაძემ 8 (7 მოხსნა), 3 ქულა ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 ბურჯანაძემ და ცინცაძემ. ნიდერლანდელი დე იონგის ანგარიშზე 22 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
კიდე კარგი თუ ლავიწის ძვლის მოტეხილობაა, თორემ ძალიან ჰგავდა ლავიწ-აკრომიონს მყესების სრულ გაწყვეტას (разрыв связок акромиально-ключичного сочленения).
ზივზივაძის ფანი
24 აგვისტო 2022 21:48
9
თოკოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, საქართველოს ნაკრებს კი - ერთ კაცზე რომ არ იყოს დამოკიდებული (და არა მარტო ნაკრებს)!
ბესო შიოშვილი
24 აგვისტო 2022 23:27
0
ბოლო ინფორმაციით საოპერაციოა. ევრობასკეტი გამორიცხულია.
Tornike
24 აგვისტო 2022 21:43
4
ხოჭოლავამაც ამოიგდო მხარი მარა სამ დღეში ითამაშა, არ ვიცი რა ზოგიერთს მგონია სიამოვნებს თოკოს არ თამაში, რა იქნება დაელოდოთ ოფიციალურ პასუხს და არ წეროთ ორ თვეს არ იქნება სამს თუ ხუთს.
ტტტ
24 აგვისტო 2022 21:40
4
თოკო მარტო ლიდერი კაპიტანი არ არი მთელი ეს სამი თვე რაც კომბინაციები დადიგეგმა ყველას ღერძი იქნებოდა ჩათველე ეს ყველაფერი მოშლილია, რასაც ფარ ქვეშ შესვლებით აკეთებს ეგეთებს ნაკრებში კიარა ევროპაში ვერ აკეთებენ
Soso
24 აგვისტო 2022 21:36
0
თოკოს და ყველას!!!!! ამ ქვეყანას წარმატებები!!! ამ თამაშით თოკოსთან თუ მის გარეშე შორს ვერ წავალთ, სამწუხაროდ!!!
SOS
24 აგვისტო 2022 21:33
1
სამწუხაროდ საოპერაციოა მხარი აქ გაგლეჯილი. ცოდოა
ვაჟა
24 აგვისტო 2022 21:25
3
თუ ვინმეს აქვს თოკოსთან წვდომა და წაიკითხავს ....აუცილებლად დაელაპარაკოს მერაბ ბერულავას ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნა...ძაან კარგი რეაბიტოლოგია და საკუთარი მაზი აქვს თვითონ ამზადებს...ამას იმიტომ ვწერ რომ დიდი გამოცდილება მაქვს ჩემს თავზე და ოჯახზე.ბავში მყავს კალათბურთელი და შლატერი აწუხდება ვერ დარბოდა...ნაკრები ექიმთან მივიყვანეთ და 6 თვე უნდა დაისვენოსო...ბერულავას 2 კვირაში მოარჩინა...მე ხელის მტევანი და ტერფის ძვალი მოვიტეხე 3 კვირაში სიარული დავიწყე.
ბერულავა არც ჩემი ბიძაშვილია და არც მამიდაშვილი...ბავშვს ფეხი გადაუბრუნდა და ტრავმატოლოგმა 1 თვე უნდა თაბაშირი დაადეს...ბერულავამ 2 კვირაში მოარჩინა...არავის ვაძალებ მაგრამ ცადონ და შედეგს ნახავენ
მოქალაქე
24 აგვისტო 2022 21:18
1
პირადში მიწერე.
რრრ
24 აგვისტო 2022 21:47
0
შენგელიას უბრალოდ შანსი არააქვს ევრობასკეტზე თამაშის. ყველაკარგ ვარიანტში 2 თვეში დაბრუნდეს. რატოო ხდება სულ ესეეე რატოოოო
ქართველი
24 აგვისტო 2022 21:18
6
თოკოს გარეშე ჯგუფიდანაც ვერ გავალთ
ვახო
24 აგვისტო 2022 21:17
4
ერთი შეხედვით, რაც შორიდან ჩანდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობას გავდა. მინდა ვცდებოდე - მალე გამოჯანმრთელება თოკო!
დათა თუთაშხია
24 აგვისტო 2022 21:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული