ნიდერლანდებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დაშავდა და სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად კლინიკაში წაიყვანეს.
პირველი არხი იტყობინება, რომ თავიდან ექიმებს მხრის ამოვარდნა ეგონათ, მაგრამ მოტეხილობა აღმოაჩნდა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
სამწუხაროდ, შენგელია შემდეგ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება, რაც ძალიან სერიოზული დანაკლისია.