ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.
ევროპის ჩემპიონატი არა მარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც თავს მოუყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან.
ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება უდიდეს შესაძლებლობას უქმნის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, რათა საკუთარ სახლში, გულშემატკივრებთან ერთად მნიშვნელოვან სპორტულ
ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში, რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფანზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა.
ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი სივრცეებითა და აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.
დიდი საკალათბურთო დღესასწაულის – ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი. ასევე, რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.
საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნება ზემოხსნებულ ფანზონაში.
ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი რიყის პარკში, 21:30 საათზე დაიწყება. ღონისძიების პირდაპირ ეთერს საქართველოს "პირველი არხი" განახორციელებს.
ფანზონაში ასევე წარმოდგენილი იქნება ევრობასკეტის ოფიციალური თილისმა „DJ Bounce”.
იყავით ჩვენთან და არ გამოტოვოთ ევრობასკეტის დღეები საქართველოში! ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა საკალათბურთო სამყაროს! Bring The Noise!
GBF.GE