ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თუ იცით ისეთი ნორმალური ნაკრები, რომელსაც სამქულიანების და საჯარიმოების სროლაში 50%-ზე ნაკლები შედეგი აქვს. მაშინ გაიხსენეთ ის თამაში, როცა ჩვენს ნაკრებს აასეთი და უკეთესი შედეგი ჰქონდა და ჩვენ ის შეხვედრა წავაგეთ. კალთბურთელი თუ კალათში ბურთს ვერ აგდებს, ასეთ გუნდს რომელი მწვრთნელი უშველის? მერედა ზუროსის ბრალია, რომ ნაკრების წევრი კალათში ბურთს ვერ აგდებს?
ჟორა გაბრიჭიძე
02 სექტემბერი 2022 17:37
2
ეს რა ხალხი ილანძღება იცით? თორნიკეს, რომ ვერ იტანენ (ვითომ თვითონ რამეთი მეტი იყოთ არა? ურა "პაწრიოტებო"?) ხვიჩასაც ფეხი, რომ დაუცდეს იმასაც გადაუვლით, აი ეს ხართ თქვენ! თქვენნაირ ჩასაფრებულ ბოღმისტებს ვერ გიტანთ!:დდდ
ურა "პაწრიოტებო" აუცვით!
02 სექტემბერი 2022 13:24
2
ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, თუმცა ამ ფაქტზე არავინ წერს. ჩვენი სურვილია რომ ყველას მოვუგოთ და ბურთი თავზე გადავახიოთ, მაგრამ ასე არ ხდება, როცა თუნდაც 1 რეფერი შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. წაგების რეალური მიზეზი არის დაბალი, თავგადაპარსული მსაჯი, რომელიც რამდენჯერმე ძალიან მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. ვინც სპორტში ერკვევა, დამეთანხმებით რომ ასეთ მომენტებს შედეგებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად: ხსენებულმა მსაჯმა არ მოგვცა ჯარიმა შერმადინზე როცა აშკარად დაარღვიეს წესები, ამას შერმოს განრისხება და ტექნიკური ჯარიმა მოყვა. არ მოგვცა ჯარიმა, როცა მაკფადენს კინაღამ ხელი მოაძრეს ბოლო წუთებისკენ. სანდრო მამუკელაშვილს ორჯერ გარბენი დაუფიქსირა და ა.შ. ჩამოთვლილი ფაქტები საკმარისია რომ გუნდს არ მოაგებინო.

ვფიქრობ, ყველაფერს იზამენ, საქართველო რომ ჯგუფში ჩატოვონ, ალბათ მიზეზს ყველა ხვდებით
ვენეციის ქვეკომისია
02 სექტემბერი 2022 10:59
5
კრიტიკა ადვილია მაგრამ რა გინდა თქვა დაცვაში ვერ ვითამაშეთ შეტევაში ვერ ვისროლეთ ყველა გვჯობნის სამქულიანებში როგორ გინდა მოგება?
პ.ს ბითაძე და მაუკელშვილი ბრავო
nika
02 სექტემბერი 2022 13:15
1
რაშუაშია ზუროსი ძალიან კარგი მწვრთნელია რა გააკეთოს რა კონტიგენტიც არი თამაშობს , საქართველოს ნაკრები რაც არსებობს 30 წელია ყოველთვის 3-4 კალადბურთელის კისერზე გადადიოდა ყოველთვის ესე იყო და მაინც ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე უკვე მერამდენედ, ამ 3-4 დან ერთი თამაშამდე მიიღო ტრამვა მეორემ გადამწყვეტ დროს დარჩა 2 კაცი რაუნდა ექნა ზუროს ვინც ყავს ათამაშებს იმას
Soso
02 სექტემბერი 2022 11:07
2
გერმანიამ გუშინ საფრანგეტს მოუგო და ლომის წვლილი გადატენილ დარბაზს ქონდა..

რა იყო ეს წუხელ? კი ძვირია მაგრამ, 3 თამაში 10.000 ადამიანი ვერ შევაგროვეთ ქვეყანაში? სულ მწვრთნელს და მოთამაშეებს რომ ვაკრიტიკებთ, ჩვენ ქომაგები რას ვაკეთებთ?

ესპანეთთან სულ გაყიდულიაო, მაგრამ მოსაგები თამაში ბელგიასთან იყო!

2019 წელს, როცა საქართველომ გაიმარჯვა ყველას უხაროდა მაგრამ, როგორც ჩანს უმეტესობა ტელევიზორიდან აპირებდა ყურებას.

განა რა ხდება ქვეყანაში სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, ვიდრე ასეთი მნიშველოვანი კონკურსი.

ფასზე არ დაიწყოთ გთხოვთ. რა თქმა უნდა ფასი დიდი ფაქტორია, მაგრამ 10.000 კაცი? მაგდენ მარტო coldplay-ს ევრო კონცერტებზე წავა ხალხი თბილისიდან ევროპაში ისე, რომ არც ჯიბეზე იწუწუნებს და ფეისბუქზეც "დააშეარებს" ფოტოებს. ასე, რომ ნაკლები "გულზე მჯიღი" და პატრიოტობა სოციალურ ქსელებში და საქმეს მივხედოთ, საქმეს!!!!
ცარიელი დარბაზი
02 სექტემბერი 2022 10:50
2
დარბაზიდან ყურებას ტელევიზორში ჯობია...სადაც დაბალი ფასი ღირს ბოლეთი იმ ადგილიდან ნახევარი მოედანი არ ჩანს...ვინც მისულია და იცის დარბაზი მეორედ აღარ წავლენ.კონსტრუქცია არ ვარგა ...შეხედეთ იმ დარბაზებს სადც ევროპა ტარდება და მიხვდებით რა დარბაზი გვაქვს
მოქალაქე
02 სექტემბერი 2022 12:23
8
მაშინ ნუ ვწუწუნებთ შედეგებზე და აწი ჩატარდეს იმ ქვეყნებში მსგავსი ჩემპიონატები, სადაც ხალხი დააფასებს და ბედნიერი მივა, რომ მიეცა საშუალება დაესწროს ასეთ თამაშებს.

ჩვენ კი, მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებულებმა ვუყუროთ ტელევიზორით, თუ როგორ უხარიათ სხვებს და ვაკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი საკუთარი თავების და საქციელების გარდა როგორც "ბედნიერ ერს" შეშვენის.

მოქალაქეს
02 სექტემბერი 2022 14:29
0
არანაირი შანსი არ გვაქვს ყველას წავაგებთ ამ ნაკრებით
gogi
02 სექტემბერი 2022 09:31
2
ნუ პროფესორობთ ხოლმე რა! ძალიან კარგი სპეციალისტია ზუროსი, რეალურად მცველები, მსროლელები და მსუბუქი ფორვარდები, მაკფადენს თუ არ ჩავთვლით არ გვყავს, ცინცაძე ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს, ანდრონიკაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ჯერ დასაღვინებელია, სანაძე დაცვაში ძალიან ცუდად თამაშობს და შეტევაში ძალიან ნელია, მხოლოდ სროლა აქვს კარგი და ისიც როცა თავისუფალია, ბურჯანაძე უფრო მძიმე ფორვარდის აღნაგობისაა და ისიც ძალიან ნელია, რომ პერიმეტრი დაიცვას. ცენტრი და მძიმე ფორვარდების კარგი არჩევანი გვაქვს და ფარს კარგად ვიცავთ და ვუტევთ, მაგრამ პერიმეტრებზე ძალიან სუსტები ვართ და სწრაფ და მოძრავ გუნდებთან ძალიან გვიჭირს, თანამედროვე კალათბურთში თავისუფალი თუ დატოვე, 3-იანებს უკვე ყველა აგდებს და ამიტომ გვიგებენ. 1,2 და 3 ნომრებზე თუ არ წამოვიდა ახალი თაობა, ძალიან გაგვიჭირდება...
ვახტანგი
02 სექტემბერი 2022 14:55
4
ჩემი პარტიული სალამი, "პრაფესორებს"! ვკითხულობ თითოეულის კომენტარებს და ყველას ჭკუას, რომ არიგებთ, დავიჯერო თქვენს საქმეშიც ასეთი "პრაფესორები" ხართ? თქვენზე მეტად ზუროს და ბიჭებს უნდოდათ მოგება, მაგრამ ნერვების ომი და ბრძოლა წავიდა ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და წააგებენ თუ მოიგებენ, სულ მათ გვედით ვიქნები! არა ბიჭოს, თქვენაირად დავუწყებ ლანძღვას.
გულშემატკივარი, სრული ამ სიტყვის გაგებით!
02 სექტემბერი 2022 11:47
18
ჩვენმა ბიჭებმა სული და გული ჩადეს! მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ლიდერი არ ყავდათ თორნიკე შენგელია, ( ძალიან ძნელია ფსიქოლოგიურად გუნდისთვის, ლიდერის და კაპიტნის არ ყოლა) მაინც ყოჩაღ ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს! წარმატება ჩვენს ბიჭებს!
ვაჟა
02 სექტემბერი 2022 12:15
4
სამწუხაროდ გრძელვადიან სამომოავლო პერსპექტივაში გაწერილი კალათბურთის განვითარების კონცეფცია არ არსებობს (ყოველშემთხვევაში თუ არსებობს ღიაობის პრინციპი დაცული უნდა იყოს). მხოლოდ აკვიატებული იდეა, ოღონდ რაიმე რანგის ჩემპიონატი ჩავატაროთ და ამით მოხდეს თანხების გადმორიცხვა და ფულის გათეთრება (უხარისხო ინფრასტრუქტურის აგება), სასაცილოა და მეტი არაფერი, რადგან ახალ არენასაც აქვს უამრავი ხარვეზი (პირველივე დღეებში წყალი ჩამოვიდა!) და ეს პოლიტიკა არ არის, ეს ეროვნული საქმის არკეთებისგან გამოწვეული იმედგაცრუებაა. გავიხსენოთ ქართული ანდაზა იმის შესახებ, რომ თევზი თავიდან ყარს და კუდის მოჭრით არაფერი ეშველება. არცერთი პარტიის არ მწამს და საერთოდ, პოლიტიკოსების, რომლებიც კასტრირებულ საჭურისებს ჰგვანან და ერთმანეთს უყურებენ და მარჩიელობენ თუ რა უთხრა მათმა უფროსმა.
ლაშა
02 სექტემბერი 2022 14:21
5
კალათბურთის შესახებ რაიმე თუ გაგიგონია? გეტყობა რომ არაფერი. ყველაფერი არსებობს განვითარებისაც და უცხოელი ექსპერტების შეფასებებიც. ყველაფერი ფიბა-ს რეკომენდაციებით და შეთანხმებით კეთდება. პრობლემა ის არის, რომ კერძო პირები სპორტით საერთოდ არ არიან დაინტერესებული, სპონსორები არსებობს, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იმდენად მცირეა, მხოლოდ არსებობას ჰყოფნის.
ვიმეორებ, რამეზე რომ წერ, ოდნავი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს. წაიკითხე, გაიკითხე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე იარე, დასწრება უფასოა.
ლაშა-ს
02 სექტემბერი 2022 15:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული