ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
მერამდენე თამაში წააგეს ზედიზედ......
რომბი
02 სექტემბერი 2022 16:58
1
მიუხედავად უამრავი შეცდომებისა, რომ არა გოგა ბითაძის ტრამვა... მაინც გავიმარჯვებდით... სამწუხაროდ, ეხლა ჯგუფიდან გასვლა ურთულესია. მადლობა ბიჭებს!!!
tngh
02 სექტემბერი 2022 16:33
0
მეორე ტაიმში დაცვა დავალაგეთ, მაგრამ შეტევაში დასრულების პრობლემა გვაქვს. არ მოძრაობენ, მარტო მაკფადენი და მამუკელაშვილი დარბიან და ქმნიან სივრცეებს, გაიყოლებენ მოწინააღმდეგეს და სხვებს ეძლევათ სროლის საშუალება, მაგრამ ვერ აგდებენ ბურთს. საჯარიმოებში ხო კატასტროფული პროცენტი გვაქვს, სამიანებში უარესად კატასტროფული. მოკლედ დარბაზში როცა ხართ სროლაზე ივარჯიშეთ, მიზანი გაისწორეთ და თამაშებსაც მოვიგებთ.
გიორგი
02 სექტემბერი 2022 15:58
0
2015-ის ევრობასკეტი რომ გავხსენით გახსოვთ უსუსტეს ჰოლანდიასთან მარცხით, მარა მერე ხორვატიაც მივამყვენით, მაკედონიაც და პლეიოფშიც გავედით და ბოლო წამებზე დავმარცხდით ლიტვასთან, ასე, რომ თუ გოგა იქნა ჯერ დაკარგული არაფერია და თუ გოგაც დავკარგეთ მაშინ ზუროსი კი არა მსოფლიოს უძლიერესი მწვრთნელიც ვერაფერს იზამს უნდა შევეგუოთ ჯგუფში ჩარჩენას.
რრრ
02 სექტემბერი 2022 15:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული