ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
ლეგიონერი საერთოდ არ უნდა გვყავდეს, ვგულისხმობ ნატურალიზებულ კალათბურთელს. კალათბურთი ამერიკელების მოგონილია და უმჯობესია ამერიკელი მწვრთნელი გვყავდეს და მენტალობა ძირეულად შეცვალოს, ასევე, აუცილებლად უნდა მიეხედოს ეროვნულ ჩემპიონატის დონეს. რაღაც დონეს უნდა პასუხობდეს ეროვნული პირველობა!
ლაშა
02 სექტემბერი 2022 09:34
16
საინტერესოა, რატომ მოხდა შეფასების მხრივ უფრო მეტი უარყოფითი, ვიდრე დადებითი? რა, ლეგიონერი აუცილებელია და ჩვენ, საკუთარი რესურსი არ უნდა გაგვაჩნდეს? მართლა ძლიერი კალათბურთელი რომ ჩამოვიყვანოთ, უამრავი თანხის გადახდა მოგვიწევს და არ ჯობია ჩემპიონატის დონე ავამაღლოთ და აკადემიები გავაკეთოთ? არცერთი თავმოყვარე ნაკრები არ აიყვანს ლეგიონერს და ეს თუ ვინმესთვის უარყოფითია და სკ შერიფის მსგავსად გვინდა კალათბურთის მშენებლობა აფერუმ ჩვენ!
შეფასება
03 სექტემბერი 2022 12:02
0
რა ვიცი, როგორ კომენტებს აღარ ვკითხულობ. დავიჯერო ხალხო კალათბურთისთვის არ გიყურებიათ? არ გინახავთ როგორ თამაშობენ ამ სპორტს? ჩვენები ფაფხურობენ, ამას სხვა რა ჰქვია? ორი კაცი ნბა-ში, ლიგა ენდეზას მვპ და ა.შ. თოკოს გარეშე ძნელია, მაგრამ მაინც შეიძლება გუნდის დაყენება. მოკლედ, მე იმ აზრამდე მივედი, რომ მწვრთნელი გვყავს დაბალი დონის, არა კომბინაციები, არა სისწრაფე, სულ დაძაბულები და მოკლედ რა...
ლევანი
02 სექტემბერი 2022 14:23
4
ფოინთ და შუთინგ გარდები არ გვყვავს. მაღლები თვითონ ვერ დაალაგებენ შეტევას, იქამდე ბურთია მისატანი.

მადლობა ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს, კარგი სანახაობრივი თამში გამოვიდა.


123
02 სექტემბერი 2022 14:17
1
ჩჰვენს ნაკრებს გუშინდელი თამაშის მერე რაც ეკუთვნის ქებას ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი. დიდი რესპექტი მამუკელაშვილს და ბითაძეს, მაგრამ არ კმარა აშკარად
Zura
02 სექტემბერი 2022 13:05
1
აზრზე არ არის კალათბურთის ეს სურათი გაიტანეთ...3 მაღალით დავიწყეთ და ეს ნიშნავს პერიმეტრის დაცვას...შედეგიც მივიღეთ...მამუკელაშვილი 3 ნომრად რატო დააყენა...მწვრთნელი თუ ხარ ბიჭებისთვის დავალება უნდა მიეცა რომ მამუკელაშვილი დაეტვირთათ...ბევრჯერ არ მისცა პასი მაკფადენმა...სანდროს შეეძლო თამაშის თავის თავზე აღება და პასები არ მისცეს...ბითაძე ტრამვის მერე საერთოდ ვერ დაალაგა თამაში...მეორე მესამე პერიოდში სანდრო საერთოდ არ დატვირთვა და ქულაც არ აუღია...მწვრთნელი არ გვყავს არა...ქართველები ვინც არიან სამწვრთნელო შტაბში ისინი უკეთ ათამაშებდა ამ ბიჭებს...ასეთი დონის ბავშვებს რომ ვერ ათამაშებს მწვრთნელი ის გასაშვებია გუნდიდან...სანიკიძე როდის გაიღვიძა.
მოქალაქე
02 სექტემბერი 2022 10:25
5
ზუროსი ძალიან კარგი მწვრთნელია, უბრალოდ ბიჭები არ არიან ფორმაში, თან ამდენი ტრავმიანი, ცუდად დაემთხვა და ამის ბრალი მგონია..
Zviads
02 სექტემბერი 2022 09:20
10
ზუროსი კარგი მწვრთნელია, კი, მაგრამ ერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ; აუცილებლად ამერიკელი მწვრთნელი უნდა ჩამოვიყვანოთ... კი გაგვიჭირდება ფინანსური სიდუხჭირის გამო, მაგრამ დამიჯერეთ, ამად ღირს, რადგან უპირველესად მენტალურად შეცვლის გუნდის მექანიზმს. კალათბურთი ხომ ამერიკელის მოგონილი სპორტია და შესაბამისად არ გვჭირდება ნატურალიზებული კალათბურთელი. ნუ დავემსგავსებით სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს! კი, არ შეგვიძლია, მაგრამ უკეთესისგან უნდა ვისწავლოთ! ზუროსი მალე ამოწურავს თავის შესაძლებლობებს. მან გააკეთა იმაზე მეტი, რაც ზოგიერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია ერთად აღებულს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და რიტმს უნდა ავყვეთ...
ლაშა
02 სექტემბერი 2022 14:35
1
რომ წერთ ზუროსი კარგი მწვრთნელიაო, ორი სამი არგუმენტიც იქნებ მოაყოლოთ! წლებია ნაკრები შეტევაში მწირი კომბინაციებით თამაშობს… დაცვაში კიდევ არასტაბილური გამონათებები გვაქვს…. გასაგებია რომ მაღალი დონის შემსრულებლების დეფიცი გვაქვს, მაგრამ ცინცაძის და ბყრჯანაძის პარკეტზე ბოდიალით მაგ პრობლემას რომ ვერ გადაჭრი ეგ მაინც ხომ უნდა ესმოდეს მთავარ მწვრთნელს?! ამდენი თვე რას აკეთებდნენ?! რას ქვია შენგელიაზე იყო აწყობილი თამაშიო?! რომელი უნივერსალი შენგელიაა მაგაზე რომ დაკიდო მთელი თამაში?! დაწერეთ აბა რითი არის ზუროსი მაგარი მევრთნელი და რატომ აქვს პრეტენზია რომ ჩვენ ევროპიველიბის პირველ სამეულში უნდა შევსულიყავით!!!
პაატა
02 სექტემბერი 2022 21:14
4
ვერ ვზრდით ბევრ საჭირო კალათბურთელს საქართველოში და რა ქნას ზუროსმა გამოჩეკოს?
რრრ
03 სექტემბერი 2022 01:06
0
წადი ზუროს სახლში. ვაისსაც იგივეს ვეუბნებოდი. ფედერაციაც უკან მიყევით, დამიჯერეთ, ისევ თქვენთვის ჯობია ასე. ეს ფეხბურთსაც ეხება. მხოლოდ სანიოლს შეიძლება დასცალდეს ჯგუფური თამაშების ჩამთავრება და შედეგგის მიხედვით დასკვნების გამოტანა.
სოზარ ყაველაშვილი
02 სექტემბერი 2022 14:25
17
ნუ დემაგოგობ, ფიფია რომ ცვილს წელიწადში 2-3 მწვრთნელს,მაგიტომაც ჰყავს კარგი გუნდი.
საქართველო
02 სექტემბერი 2022 15:12
1
ვინმე "ჩელე" წერს, ბელგია სუსტი გუნდიაო. რეიტინგს და მათთან კალათბურთის განვიტარებას და დაფინანსებას მაინც გაეცანით. ბელგიის და საქართველოს ნაკრებები ზუსტად ერთი და იგივე დონის არიან. ქალებში კი მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორებია. მოკლედ, უხერხულია, როცა ისეთ რამეზე წერენ, საერთოდ არ იციან.
ზაზა
02 სექტემბერი 2022 13:50
2
დავიჯერო, ბელგიის სუსტ ნაკრებთან წაგებისთვის მადლობას რომ უხდით ნაკრებს, მართლა ასე ფიქრობს თუ უბრალოდ კრიტიკულ კომენტებს არ აქვეყნებენ,თუ არადა არ ვიცი, რა ითამაშეს გუშინ ჩვენებმა ისეთი,რომ მთელი თამაში აგებდნენ და ბოლოს დამატებით ტაიმში მაინც წააგეს. მაინტერესებს რა მოგეწონათ, დაცვის თამაში,პერიმეტრიდან ან საჯარიმოდან სროლები თუ მწვრთნელის ჩახლართული ტაქტიკა? პრინციპში მეც მადლობას ვუხდი ჩვენებს ღირსეული წაგებისთვის, თორემ ვიცი არ მიიღებენ ჩემს კომენტს.
ჩელე
02 სექტემბერი 2022 13:08
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული