ზუროსმა წაგების მიზეზებსა და ბითაძის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველ ტურში ბელგიასთან 76:79 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა, რომელმაც პირველ რიგში, მხარდაჭერისთვის მაყურებელს მადლობა გადაუხადა.

ბერძენი სპეციალისტის თქმით, დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მოსამზადებელ მატჩებში დამუშავებული კომბინაციები ვერ შეასრულეს, ამიტომ დაისაჯენ; შემდეგი ორი შეხვედრა მედლებისთვის მებრძოლ გუნდებთან უწევთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორი თამაშის მოგება მართებთ, ამისათვის კი სრული მობილიზაციაა საჭირო.

ზუროსმა ჯერ ბითაძის ტრავმის სიმძიმის თაობაზე არაფერი არ იცის; გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში კალათბურთელი აკლდებათ, სრული შემადგენლობა არ ჰყავთ, ხანდახან იღბალიც
აუცილებელია და ესპანეთთან გოგას დახმარების იმედი აქვს.

ის, რომ შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა, იმით ახსნა, რომ მეტოქის ყველა მოთამაშეს შორიდან სროლა შეუძლია და ამიტომ აირჩია განსხვავებული შემადგენლობა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
რომ წერთ ზუროსი კარგი მწვრთნელიაო, ორი სამი არგუმენტიც იქნებ მოაყოლოთ! წლებია ნაკრები შეტევაში მწირი კომბინაციებით თამაშობს… დაცვაში კიდევ არასტაბილური გამონათებები გვაქვს…. გასაგებია რომ მაღალი დონის შემსრულებლების დეფიცი გვაქვს, მაგრამ ცინცაძის და ბყრჯანაძის პარკეტზე ბოდიალით მაგ პრობლემას რომ ვერ გადაჭრი ეგ მაინც ხომ უნდა ესმოდეს მთავარ მწვრთნელს?! ამდენი თვე რას აკეთებდნენ?! რას ქვია შენგელიაზე იყო აწყობილი თამაშიო?! რომელი უნივერსალი შენგელიაა მაგაზე რომ დაკიდო მთელი თამაში?! დაწერეთ აბა რითი არის ზუროსი მაგარი მევრთნელი და რატომ აქვს პრეტენზია რომ ჩვენ ევროპიველიბის პირველ სამეულში უნდა შევსულიყავით!!!
პაატა
02 სექტემბერი 2022 21:14
4
ვერ ვზრდით ბევრ საჭირო კალათბურთელს საქართველოში და რა ქნას ზუროსმა გამოჩეკოს?
რრრ
03 სექტემბერი 2022 01:06
0
თუ იცით ისეთი ნორმალური ნაკრები, რომელსაც სამქულიანების და საჯარიმოების სროლაში 50%-ზე ნაკლები შედეგი აქვს. მაშინ გაიხსენეთ ის თამაში, როცა ჩვენს ნაკრებს აასეთი და უკეთესი შედეგი ჰქონდა და ჩვენ ის შეხვედრა წავაგეთ. კალთბურთელი თუ კალათში ბურთს ვერ აგდებს, ასეთ გუნდს რომელი მწვრთნელი უშველის? მერედა ზუროსის ბრალია, რომ ნაკრების წევრი კალათში ბურთს ვერ აგდებს?
ჟორა გაბრიჭიძე
02 სექტემბერი 2022 17:37
2
მერამდენე თამაში წააგეს ზედიზედ......
რომბი
02 სექტემბერი 2022 16:58
1
მიუხედავად უამრავი შეცდომებისა, რომ არა გოგა ბითაძის ტრამვა... მაინც გავიმარჯვებდით... სამწუხაროდ, ეხლა ჯგუფიდან გასვლა ურთულესია. მადლობა ბიჭებს!!!
tngh
02 სექტემბერი 2022 16:33
0
მეორე ტაიმში დაცვა დავალაგეთ, მაგრამ შეტევაში დასრულების პრობლემა გვაქვს. არ მოძრაობენ, მარტო მაკფადენი და მამუკელაშვილი დარბიან და ქმნიან სივრცეებს, გაიყოლებენ მოწინააღმდეგეს და სხვებს ეძლევათ სროლის საშუალება, მაგრამ ვერ აგდებენ ბურთს. საჯარიმოებში ხო კატასტროფული პროცენტი გვაქვს, სამიანებში უარესად კატასტროფული. მოკლედ დარბაზში როცა ხართ სროლაზე ივარჯიშეთ, მიზანი გაისწორეთ და თამაშებსაც მოვიგებთ.
გიორგი
02 სექტემბერი 2022 15:58
0
2015-ის ევრობასკეტი რომ გავხსენით გახსოვთ უსუსტეს ჰოლანდიასთან მარცხით, მარა მერე ხორვატიაც მივამყვენით, მაკედონიაც და პლეიოფშიც გავედით და ბოლო წამებზე დავმარცხდით ლიტვასთან, ასე, რომ თუ გოგა იქნა ჯერ დაკარგული არაფერია და თუ გოგაც დავკარგეთ მაშინ ზუროსი კი არა მსოფლიოს უძლიერესი მწვრთნელიც ვერაფერს იზამს უნდა შევეგუოთ ჯგუფში ჩარჩენას.
რრრ
02 სექტემბერი 2022 15:19
0
ნუ პროფესორობთ ხოლმე რა! ძალიან კარგი სპეციალისტია ზუროსი, რეალურად მცველები, მსროლელები და მსუბუქი ფორვარდები, მაკფადენს თუ არ ჩავთვლით არ გვყავს, ცინცაძე ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს, ანდრონიკაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ჯერ დასაღვინებელია, სანაძე დაცვაში ძალიან ცუდად თამაშობს და შეტევაში ძალიან ნელია, მხოლოდ სროლა აქვს კარგი და ისიც როცა თავისუფალია, ბურჯანაძე უფრო მძიმე ფორვარდის აღნაგობისაა და ისიც ძალიან ნელია, რომ პერიმეტრი დაიცვას. ცენტრი და მძიმე ფორვარდების კარგი არჩევანი გვაქვს და ფარს კარგად ვიცავთ და ვუტევთ, მაგრამ პერიმეტრებზე ძალიან სუსტები ვართ და სწრაფ და მოძრავ გუნდებთან ძალიან გვიჭირს, თანამედროვე კალათბურთში თავისუფალი თუ დატოვე, 3-იანებს უკვე ყველა აგდებს და ამიტომ გვიგებენ. 1,2 და 3 ნომრებზე თუ არ წამოვიდა ახალი თაობა, ძალიან გაგვიჭირდება...
ვახტანგი
02 სექტემბერი 2022 14:55
4
წადი ზუროს სახლში. ვაისსაც იგივეს ვეუბნებოდი. ფედერაციაც უკან მიყევით, დამიჯერეთ, ისევ თქვენთვის ჯობია ასე. ეს ფეხბურთსაც ეხება. მხოლოდ სანიოლს შეიძლება დასცალდეს ჯგუფური თამაშების ჩამთავრება და შედეგგის მიხედვით დასკვნების გამოტანა.
სოზარ ყაველაშვილი
02 სექტემბერი 2022 14:25
17
ნუ დემაგოგობ, ფიფია რომ ცვილს წელიწადში 2-3 მწვრთნელს,მაგიტომაც ჰყავს კარგი გუნდი.
საქართველო
02 სექტემბერი 2022 15:12
1
რა ვიცი, როგორ კომენტებს აღარ ვკითხულობ. დავიჯერო ხალხო კალათბურთისთვის არ გიყურებიათ? არ გინახავთ როგორ თამაშობენ ამ სპორტს? ჩვენები ფაფხურობენ, ამას სხვა რა ჰქვია? ორი კაცი ნბა-ში, ლიგა ენდეზას მვპ და ა.შ. თოკოს გარეშე ძნელია, მაგრამ მაინც შეიძლება გუნდის დაყენება. მოკლედ, მე იმ აზრამდე მივედი, რომ მწვრთნელი გვყავს დაბალი დონის, არა კომბინაციები, არა სისწრაფე, სულ დაძაბულები და მოკლედ რა...
ლევანი
02 სექტემბერი 2022 14:23
4
სამწუხაროდ გრძელვადიან სამომოავლო პერსპექტივაში გაწერილი კალათბურთის განვითარების კონცეფცია არ არსებობს (ყოველშემთხვევაში თუ არსებობს ღიაობის პრინციპი დაცული უნდა იყოს). მხოლოდ აკვიატებული იდეა, ოღონდ რაიმე რანგის ჩემპიონატი ჩავატაროთ და ამით მოხდეს თანხების გადმორიცხვა და ფულის გათეთრება (უხარისხო ინფრასტრუქტურის აგება), სასაცილოა და მეტი არაფერი, რადგან ახალ არენასაც აქვს უამრავი ხარვეზი (პირველივე დღეებში წყალი ჩამოვიდა!) და ეს პოლიტიკა არ არის, ეს ეროვნული საქმის არკეთებისგან გამოწვეული იმედგაცრუებაა. გავიხსენოთ ქართული ანდაზა იმის შესახებ, რომ თევზი თავიდან ყარს და კუდის მოჭრით არაფერი ეშველება. არცერთი პარტიის არ მწამს და საერთოდ, პოლიტიკოსების, რომლებიც კასტრირებულ საჭურისებს ჰგვანან და ერთმანეთს უყურებენ და მარჩიელობენ თუ რა უთხრა მათმა უფროსმა.
ლაშა
02 სექტემბერი 2022 14:21
5
კალათბურთის შესახებ რაიმე თუ გაგიგონია? გეტყობა რომ არაფერი. ყველაფერი არსებობს განვითარებისაც და უცხოელი ექსპერტების შეფასებებიც. ყველაფერი ფიბა-ს რეკომენდაციებით და შეთანხმებით კეთდება. პრობლემა ის არის, რომ კერძო პირები სპორტით საერთოდ არ არიან დაინტერესებული, სპონსორები არსებობს, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იმდენად მცირეა, მხოლოდ არსებობას ჰყოფნის.
ვიმეორებ, რამეზე რომ წერ, ოდნავი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს. წაიკითხე, გაიკითხე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე იარე, დასწრება უფასოა.
ლაშა-ს
02 სექტემბერი 2022 15:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული