"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო. მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ. იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას როგორც თამაშის მსაჯების, ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით. მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებით, რასაც თან დაერთო მისი მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები… მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები
ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად, გასაკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ… საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

GBF.GE

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

altმეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები

alt"მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა" - დუდა სანაძის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 22 /
ყველა ჩვენთან მართალი როგორ არის ამას ვერ ვხვდები
bugalteri
06 სექტემბერი 2022 13:10
0
დილიდან ყველა სპორტული საიტი ამ თემაზე წერს მსოფლიოში და თითქმის ყველა ჩვენ გვამტყუნებს,ანუ თურქების ჯერათ და მათი წიკვინის!
კარგი ფედერაცია კიდე შეიძლება მოკვლევას ატარებდა და რომ დარწმუნდა რომ ეგრე არ იყო როგორც "ბატონი" ატამანი ამბობს მანამდე განცხადება არ გაავრცელა.თუმცა მაინც ძალიან დაგვიანებული მგონია.
მე მაინტერესებს სპორტული ჟურნალისტები სად ხართ ქართველები რა თქმა უნდა.
სამმხრივი შეხვედრა იყო თურქები ჩვენ და ფიბა.დაიდო ვიდეოები გასახდელთან მომხდარ გაწევა გამოწევაზე თუმცა რაც მე ვნახე იქ ვერაფერს გაიგებ რა და როგორ იყო.
ხალხს დღეს მაგის მეტი არაფერი აინტერესებდათ და დამიჯერეთ ბევრი ვერ იპოვის და არ შეუძლია იმფორმაციის მოპოვება ბევრი მიზეზის გამო და ზის გელოდებათ თქვენ ჟურნალისტებს.თქვენ კი იმის 1% ვერ მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია.ცოტა გამოფხიზლდით თორემ ისეთი პირი უჩანს სულ რომ ცამდე მართლები ვიყოთ არავინ აღარ დაიჯერებს ჩვენ სიმართლეს.
კაკა
06 სექტემბერი 2022 00:03
1
წუთშესვენებაზე ბერძნული სირტაკი რო ჩაურთეთ თურქებს, ეგ იყო ლამაზი?!
გივი
05 სექტემბერი 2022 22:41
33
ვითომ რატომ არ იყო ლამაზი? მე მგონი პირიქით
მიხო
06 სექტემბერი 2022 12:47
0
დარწმუნებული ვარ თუ მართლა მივიდა თოკო, გოგა და Dუდა ქორქმაზთან გასახდელში მივიდოდნენ "ქართულ ჯიგრულ პონტში" შესარიგელად, ქორქმმაზი ცხვირს და ხელს აუბზუებდა და ამას შეიძლება მოყვა ხელახალი შეხლა შემოხლა, ეგრე იქნებოდა, თუმცა თუ შევიდნენ მართლები არ არიან არცერთ შEმთხვევაში არ უნდა მისულიყვნენ შერიგება არა ის.
ეეე
05 სექტემბერი 2022 23:38
1
ამ ყველაფერს დამტკიცება უნდა, ატამანი ის კაცი არაა, ასე რამეს იტყუებოდეს. მე მისი ცუდი არაფერი გამიგია
გამოუსწორებელი ვახო
05 სექტემბერი 2022 22:19
56
ძოვე (იცი, რაც უნდა მოძოვო)
fani
06 სექტემბერი 2022 00:58
0
იცის ატამანმა რომ თურქეთში როცა ჩავა კარგი, მსუყე ჭოჭი გარანტირებული აქვს ამიტომაც გიჯდება, თუ ბელგიასთანაც წააგებენ მერე ნახე ამათი წივილ კივილი
aleksandre
06 სექტემბერი 2022 17:06
0
თურქები და რუსები ჩვენი ისტორიული მტრები არიან. როდესაც თურქებთან გვაქვს კონფლიქტი, რუსები გვიჭეტენ მხარს ( ამჟამად გომელსკი). როდრსაც რუსბ თან გვაქვს კონფლიქტი მაში ნ თორქებ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ამიტმ გვჭირდება ჩვენ ქართველებს ევროკავშირი და ნატო.
კსხელი
06 სექტემბერი 2022 21:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული