შენგელია: "ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს"

AutoSharing Option
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადება ჩვენი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გაავრცელა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია:

"გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინციდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.
როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი, ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მით უმეტეს, ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.

გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით, არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაცია დამატებით ჩვენ გასაღიზიანებლად. თურქული მედიის
მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს დღეს, 6 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბულგარელთა წინააღმდეგ გამართავს.

alt"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 16 /
არაა სწორი გასახდელში მიხტომა
გია
21:53 06-09-2022
4
ესენი არიან დაუნდობელი ერი
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული