გომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

"სულ დაკარგეს ქართველებმა თავი. კორკმაზი თავისი ხასიათით პროვოკატორია, თუმცა კალათბურთში უარესიც მომხდარა და მე ამას მშვიდად ვეკიდები.

დატოვებენ თუ არა ტურნირს იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ წარმოადგენენ? საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ? თუ უფრო შორს წავლენ? 1973 წლის უნივერსიადაზე აშშ-ისა და კუბის ნაკრებებს შორის ჩხუბი მოხდა - გუნდი-გუნდზე. რომ არა ჩვენი გულშემატკივრები... მილიცია არ ჩაერია, ქომაგებმა კი ამერიკელები დაიცვეს. ამერიკელები კუბის დისკვალიფიკაციას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
ტურნირის დატოვებით იმუქრებოდნენ. არსადაც არ წავიდნენ, გავიდნენ ფინალურ შეხვედრაში და გაიმარჯვეს.

მე კარგად წარმომიდგენია თბილისის დარბაზი. იქ შეიძლება ბევრი გუნდი იყოს. გასახდელები სხვადასხვა დერეფნითაა განცალკევებული. ნამატჩევს გუნდები სხვადასხვა დერეფნით გადიან. იმისათვის, რათა კორკმაზს თავს დასხმოდნენ, როგორც მათ დაწერეს, ძალიან უნდა მოენდომებინათ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ გომელსკის უთხარით ვინმემ რო რუსეთმა გადასცა იმდენი ქართული მიწები თურქებს რო იმდენი საქართველოს არ აქ ახლა შენარჩუნებული) სასაცილოა ეს რა. კაი რუსის დედას რო შევე... მე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01:04 06-09-2022
42
გომელსკი თურქებს ადანაშაულებს და არა ქართველებს
muro
14:08 06-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული