ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
რო ვეუბნები ჩემს არშემდგარ კალათბურთელ სიმამრს, რომ საქართველოში კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები დასახურია მეთქი წყინს ..... მხოლოდ ფულის საკეთებელი ფედერაციებია, ეტს ეგენი ვერაფერს აკეთებენ.... მთელი თანხები ძალისმიერ სპორტს (ძიუდო, ჭიდაობა, შტანგა და ა.შ.) რაშიც შედეგები ნამდვილად გვაქვს......
დ-ვიტო
07 სექტემბერი 2022 08:55
2
სულ რომ ევროპის ჩემპინატი მოიგონ ვერდიქტი არის ერთი: უსუსური ნაკრები! მწვრთნელი გასაშვებია, ნორმალური 2 ნატურალიზირებული მაინც უნდა გვყავდეს და არა ეს გამონათებით, რომ არის ხოლმე. მერამდენე მატჩია ვაგებთ ერთი და იგივე სცენარით, სამქულიანებს გვიყრიან რადგან ვერ ვასწრებთ პერიმეტრზე ასვლას და იქვე ფარქვეშაც ასხლეტილზეც ძალიან ხშირად ვაგებთ? ჩვენ ვერ ვაგდებთ და რაც მთავარია ყოველი ჩვენი შეტევა არის ჯახირი და ინდივიდუალურობაზე დამოკიდებული, არანაირი გუნდურობა, შეხედეთ სხვა გუნდებს, ბევრად უფრო ნაკლები დონის კალათბურთელებით ბევრად უფრო მეტს აღწევენ. დღევანდელ დღესაც იმდენად დაბნეულები იყვნენ რომ სწრაფი გათამაშების მაგივრად (ბოლო წუთი) ზოზინებდნენ და ვის რა უნდა ექნა გარტყმაში არ იყვნენ!!! შეცდომებზე საერთოდ არაფერს ვიძახი, ბურთის ხელიდან გავარდნა თუ ფარქვეშ ჩაძინება, კატასტროფაა და მეტი არაფერი, მე მგონი ეროვნული ფორმა რომ გაცვია ცოტა გააზრებაც უნდა, მერამდენედ უნდა დაუშვან ბავშვური შეცდომები? თურქებთან რომ არა მათი ბოლოში ტექნიკურები და სამქულიანების აცილებები ვერც მოვიგებდით. აი ესეა როდესაც ბოლო წელი უნიათო თამაშს ანახებ და რეაგირების მაგივრად ხან რას გაამართლებენ და ხან რას
Guderian
06 სექტემბერი 2022 23:53
2
ზღაპარში შეიძლება ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ საქმე რაშია იცით, ესენი ჩერნოგორიასაც ვერ მოუგებენ!!! უკეთესია ეს თამაში გადაახვიონ და ისწავლონ სროლა როგორ უნდა და ივარჯიშონ მერე!!! მაკფადენი კვარტალში ერთხელ ჩააგდებს და ჯორდანი გვგონია, ტეხავს..... ეეეეეჰ ჩაო ევროპა ჩაო..... ძალიან სამწუხაროა, იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს. ამათ ყველა თამაშზე რა რაოდენობის დაკარგვებიც ააქვთ ეგ შეცდომები კი არა უკვე დოყლაპიობაა!!!! დასანანია რომ ბოლო ადგილზე ვამთავრებთ ჩვენ ქვეყანაში ჩატარებულ ევროს!!! ივარჯიშეთ ბიჭებო მეტი ივარჯიშეთ
S.O.S.
07 სექტემბერი 2022 10:30
1
როცა 3 წულიანის სროლის პროცენტი 33% ზე ნაკლები გაქვს თამაშში მწვრთნელმა უნა მისცეს მითითება რომ აღარ ისროლონ გარდა უკიდურესი შემთხვევისა (მაგალითად დრო გადის და ა.შ.), ეს აქსიომაა კალათბურთში!!! 33% ის ციფრია როცა 2 ქულიანების 50% და 3 იანების 33% ერთიდაიგივე შედეგს გაძლევს ჯამში!, საქართველოს კი პირველ ორ მეოთხედში 15% ! იც არ ქონდა, ეს ნიშნავს რომ ყოველი 20 სროლიდან 2 ქულიანით ავიღებდით 20 ქულას (ფარზე სროლისას მოწინააღმდეგის დაჯარიმების შემთხვევაში დამატებით +1 ის შანსს და მოწინააღმდეგის პერსონალურს) და 3 ქულიანით დაახლოებით 9 ქულას! --- სხვაობა არის 11 ქულა!!!! თამაშის მიმდინარეობისას მწვრთნელთა ჯგუფმა ხანდახან სტატისტიკურ მონაცემებშიც რომ ჩაიხედოს და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ ცუდი არ იქნება!!!!!
ნიკოლოზი
07 სექტემბერი 2022 07:31
0
ვაღიაროთ ჩვენი სეზონი არ არის წელს. გუნდი ძალიან მოუმზადებელი და შეუთამაშებელია. 3 ქულიანების სროლა კატასტროფულია დაკარგვები ხო საერთოდ. არცერთი კალათბურთელი არ იყო სტაბილური არცერთი!!!მაგრამ უიღბლობაც უნდა ვახსენოთ ასეთი უიღბლობა დიდიხანია არ მიგვრძვნია კალათბურთში.
ვალერი
06 სექტემბერი 2022 23:54
1
აღარავის ააქცს ბრძოლოს და მოგების სურვილი.
ვეღარც ჩხუბი გაახერხეს :))
ii
06 სექტემბერი 2022 23:47
2
წარსულს არაფერი ეშველება, გამოსავალი არის ერთი: ზუროსი უნდა გადადგეს. თუ არა და ფედერაციამ უნდა გააკეთოს ეს. სირცხვილია რაც მოხდა.
Idki
07 სექტემბერი 2022 13:19
5
ამ კალათბურთს ვერაფერს გაუგებს კაცი. არანაირ პროგნოზს არ ემორჩილება, ანუ ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერ დროს გაისროლოს. ზუროსის ბრალს აქ ვერ ვხედავ, რადგან მისი საქმე არ არის ნაკრების წევრებს ფარში სროლა ასწავლოს. ვერ ვხედავ დღეის მაკფადენის გუნდში ყოფნის არსს, ასეთები და უკეთესები ქვეყნის პირველობაზედაც ბევრი თამაშობს. გუნდს, რომელსაც სამიანების მესამედის ჩაგდება არ შეუძლია, არსად გასასვლელი არ არის. არადა ბოლო წლების თამაშებში ვერსად ვერ ვაფიქსირებთ ასეთ შედეგს. ბულგარეთთან ფაქტიურად ერთმა კაცმა მოგვიგო სამიანებით.
ჟორა გაბრიჭიძე
07 სექტემბერი 2022 12:03
2
სამქულიანებში გვინდა სერიოზული ვარჯიში ყველა როგორ გვჯობნის
ნიკა
07 სექტემბერი 2022 10:47
0
საინტერესოა 19 სამქულიანი რამდენ გუნდს აქვს მიღებული საკუთარ ფარში ამ წესის არსებობის მანძილზე? ანუ, 19-ჯერ სამქულიანი ზონიდან ზუსტად კი არა, საერთო ჯამში რომ მიიღებ სროლას ესეიგი დაცვის ხაზი მინუს უსასრულობაა ხო? და საერთოდ, თოკოს ტრამვის შემდეგ უდიდესი სირთულით ორ კალათბურთელზე: მამუკელაშვილზე და შერმადინზე თუ შეიძლება მეტ-ნაკლებად რამე დადებითის თქმა. ნუ, მაკფადენზე საერთოდ არაფერს ვამბობ, ყველაზე სუსტი ნატურალიზებული გვყავს ამ ჩემპიონატზე
დინამოელი
07 სექტემბერი 2022 09:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული