საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ დღეს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73:81 დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მონტენეგროს ნაკრებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა იგორ დრობნიაკმა, "ბუდუჩნოსტის" კალათბურთელმა 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ილიას ზუროსის გუნდმა 1 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჯგუფში ბოლო, მე-6 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

A ჯგუფიდან გასვლა შეძლეს: ესპანეთმა, თურქეთმა, მონტენეგრომ და ბელგიამ.
მკითხველის კომენტარები / 103 /
ტურნირის მოკლე შეჯამება:
ცინცაძე - 36 წლის - 44 წუთი - 5 ქულა
ბურჯანაძე - 28 წლის - 46 წუთი - 12 ქულა
ჯინჭარაძე - 29 წლის - 77 წუთი - 11 ქულა
ბერიშვილის - 25 წლის - 10 წუთი - 6 ქულა
ბოქოლიშვილი - 30 წლის - 26 წუთი - 5 ქ.
ბექაური - 31 წლის - 37 წუთი - 3 ქულა
ნახევარი გუნდის ჯამური მონაგარი მთელ ტურნირზე 42 ქულა. ცნობისათვის მხოლოდ დღეს პერიმ, დრობნიაკმა და რადონიჩმა 48 ქულა ჩააგდეს. მორალი - ნახევარმა გუნდა ითამაშა ისე როგორც ითამადა. მართალს ამბობდა უკრაინის მწვრთნელი დავკეთოთ 2 - 3 ლიდერი და თამაში მოგებულიაო. ნახევარი გუნდი ოფიციალურაფ ბურთს ვერ აგდებს.

ზოგადი სიტუაციის შეჯამება:
ფაქტი 1. ფულის გულისათვის სასაფლაოდან 150 მეტრში აშენებული არენა, რომლის დასრულებასაც გულის ფანცქალით ელოდა მთელი ქვეყანა და ძლივს მოესწრო.
ფაქტი 2. ფულის გულისათვის მოწვეული პარტნიორი თურქეთის ნაკრები რომელმაც მსოფლიოს მასშტაბის შარში გაგვხვია.
ფაქტი 3. ცარიელი დარბაზი ყველა თამაშზე (საქართველოს გარდა რა თქმა უნდა) - ფედერაციის სრული კრახი.
ფაქტი 4. პარლამენტარი ფედერაციის პრეზიდენტი რომელიც როგორც მინიმუმ რომელიღაც სამსახურს იმ დროს აკლებს რაშიც ფულს იღებს.
ფაქტი 5. კალათბურთელებთან და ფედერაციასთან ჩაბრატებული და მშიშარა ჟურნალისტები რომლებიც კრიტიკას ვერ ბედავენ და მეტიც ჯინჭარაძის თამაშითაც კი არიან აღფრთოვანებულები.
ფაქტი 6. არასასიამოვნო კომენტარებზე დისლაიქების ღილაკებთან ჩასაფრებული მეგობარ ნათესავები რომლებიც 10 ამხანაგური მატჩის წაგების მიუხედავად რაღაც გადამალულის აღმოჩენით რო იმუქრებოდნენ.


იბერია
00:57 08-09-2022
2
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია=საძმაკაცოს ფედერაციას!
სოსო
01:36 08-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული