ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ცინცაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. დებიუტში მარცხენა ფეხი შერმადინმა იტკინა და მოედნის დატოვება მოუწია. მეტოქეს სამქულიანები არ წაუვიდა, საქართველოს ნაკრები კი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა, ცინცაძემ ორი სამიანი, ხოლო მაკფადენმა ერთი ჩააგდო და 20:10 დავწინაურდით. შემდეგ შერმადინიც დაბრუნდა და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოვიგეთ.
მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შენგელია დაასვენა, მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე
შემცირება მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დაბრუნებისთანავე სიტუაცია შეიცვალა და პირველი ტაიმი 45:38 დასრულდა.