"თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ" - ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა კალათბურთელებს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ 2 შეხვედრას 23 (ნიდერლანდებთან) და 26 (ისლანდიასთან) თებერვალს გამართავს, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი პირველად მსოფლიო პირველობაზე გავლენ.

რა თქმა უნდა, კალათბურთელებზე წნეხი დიდია, რის გამოც ქართველმა მოქმედმა თუ ყოფილმა სპორტსმენებმა პატარ-პატარა ვიდეოებით გაამხნევეს.

ხვიჩა კვარაცხელია:

"ბიჭებო, მოგესალმებით! წარმატება მინდა გისურვოთ ამ 2 უმნიშვნელოვანეს თამაშში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ და ისტორიას დაწერთ. თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ! აბა, თქვენ იცით, წარმატება".

გურამ კაშია:

"წარმატება ჩვენს კალათბურთელებს
საკვალიფიკაციო ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში არის და მინდა გისურვოთ დიდი წარმატება, ბიჭებო. ჩვენ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და შევქმნათ ისტორია".

სანდრო მამუკელაშვილი:

"ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს და შევქმნათ ისტორია. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და დავემატები ბიჭებს. აბა, თქვენ იცით, გვერდში გიდგავართ".

გოგა ბითაძე:

"გამარჯობა! როგორც ყველამ იცით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს თებერვალში 2 ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი ელის. პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რომ გუნდთან ერთად ვერ ვიქნები და ვერ დავეხმარები მათ, მაგრამ ვიცი, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. უგულშემატკივრე საქართველოს კალათბურთის ნაკრებს, შექმენი ისტორია".

ნონა გაფრინდაშვილი:

"სასიამოვნოა, რომ ჩვენთან უკვე წარმატების მოპოვება დაიწყეს სათამაშო სახეობებმა, რომლებიც ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში. დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენს ნაკრებს შეუძლია უზარმაზარი სიხარული მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას, მთლიანად საქართველოს, იმიტომ, რომ ისტორიული წარმატების წინაშე ვდგავართ. თუ ჩვენმა ნაკრებმა მოიგო 2 თამაში, ნიშნავს, რომ გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ მინდა მივმართო არა მარტო კალათბურთის მოყვარულებს, არამედ მთლიანად საქართველოს, უქომაგეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, შექმენით ისტორია".

ვარლამ ლიპარტელიანი:

"ჩვენს ბიჭებს ისტორიულ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა აშორებთ. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კალათბურთში. შექმენი ისტორია".

წყალბურთელთა ნაკრები:

"უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, შექმენი ისტორია".

გენო პეტრიაშვილი:

"გამარჯობა ყველას. როგორც ყველამ იცის, ჩვენს კალათბურთის ნაკრებს დიდი შანსი აქვს, რომ მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემო მეგობრებო, ჩემო ძმებო, ჩვენო ღირსეულო ბიჭებო, წარმატებას გისურვებთ. გვჯერა თქვენი ვაჟკაცობის, თქვენი პროფესიონალიზმის, მთელი გულით გგულშემატკივრობთ და ყველას ერთად მოგიწოდებთ, უგულშემატკივრეთ ამ ძვირფას ადამიანებს, ერთად გავიმარჯვებთ".

სანდრო ბაზაძე:

"მოგესალმებით. მინდა ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მინდა წარმატება ვუსურვო ბიჭებს. გამხნევდნენ, შემართებით შეხვდნენ ამ თამაშებს და ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს და დიდი შანსი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ. წარმატება კიდევ ერთხელ, ბიჭებო. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს და შევქმნათ ისტორია".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ბიჭებო,გაგვახარეთ,თქვენ,თქვენს თაობას ეს ნამდვილად შეგიძლიათ,თბილისში გელოდებით გამარჯვებულებს.ღმერთი გფარავდეთ.
Sake
22:09 23-02-2023
0
ბიჭებო, აბა თქვენ იცით, გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ! ოღონდაც ეს ორი თამაში მოიგეთ და მზად ვარ ფეხები დაგიკოცნოთ და დავივიწყო ევრობასკეტზე განცდილი იმედგაცრუება. წინ საქართველოვ, თოკომოტივის მეთაურობით!
fani
21:36 23-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული