პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 7 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ალმერეში ნიდერლანდებთან 35:42 მარცხდება.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები კი ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ.

მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთი ხვიჩა კვარაცხელიაც გვინდა კალათბურთში!!!!
ბექა
00:16 24-02-2023
1
უბედურება ის არის , რომ კარგი ეს თაობა მიდის და აწი ესენი ვეღარაფერს ვეღარ ისწავლიან , თუმცა ყველა ასაკობრივ ნაკრებში რომ იგივე ხდება , აი ეგ არის ყველაზე დიდი თავისტკივილი . არ გინდად გაგება , სანამ სრული წვდომა არ ექნება ნაკრებზე ყველა პრეტენდენტს და მხოლოდ მეგობრებისა , მსაჯებისა და დეპუტატ-ბიზნესმენების შვილები იტამაშებენ მხოლოდ ნაკრებში , ისე გიქნიათ სულ ნუ მოგიგიათ ყველაფერი , მე თქვენზე აღარ ვინერვიულოო !!1
ATP 16
23:32 23-02-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული