მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.
დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10 ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.
ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.
დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.
ისლანდიას როგორმე უნდა მოვუგოთ,მაგრამ ამდაგვარი თამაშით მსოფლიოზე ყველა შეხვედრას ხომ არ წავაგებთ,და მაგრად ხომ-არ შევრცხვებით(?!).
-მოკლედ,თუ ყოველ თამაშში სრული მობილიზება-დაცვაში მაგრად თამაშთან ერთად -მინიმუმ 15-3-ნი ვერ ჩავაგდეთ,ნებისმიერ თამაშს წავაგებთ(იქ არავინ ააცილებს 3-ებს გადამწყვეტ მომენტებში,პირიქით...),
მომავალისათვისაც-ვინ გვეიმედება შენგელია-შერმადინი შემცვლელებათ(?!),
ბავშვთა კალათბურთი-რატომ არ ვითარდება, რატომ არ არის პროგრესირებადი,
რატომ აქვთ თანატოლებშიც ცუდი შედეგები(?!).
თუ ფედერაციაში რაიმე არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა არ გამძაფრდა...-მე-3 ხარისხოვან ნაკრებად ხომ-არ ვიქცევით შენ- შერ-ცინცაძე-სანაძის წასვლის მერე,ევროპაზე რომ ვერ ხვდგებიან(?!).
თხასავით გვყიდის მგონია
ან, ზეწოლას ხომ არ განიცდის???