საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ნეტავი 3 ქულიანები გააუქმონ და მეტი არაფერი არ მინდა! ყველას ყავს 2-3 შორიდან მსროლელი და ჩვენ ? მაკფადენი ხასიათის მოთამაშეა ხან მისდის სროლები და ხან არა ასევეა სანაძეც ამ ჰოლანდიისთვის მინიმუმ 20 ქულით უნდა მოგვეგო და რა გვანერვილეეს ! რა არწასაგები თამაშებიც წავაგეთ ყველა3 ქულიანების გამო და ჭ კლასის გუნდებირომ კინაღავ გვიგებენ ისინიც 3 ქულიანებით @@
zura222
24 თებერვალი 2023 04:50
2
რავა ყველაფერი კარგი წინსვლა გამარჯვება გეზიზღებათ, მსოფლიოზე გავდივართ პირველად როგორ გავალთ როგორი თამაშით რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გავიდეთ რამხელა წარმატებასთან ვართ ახლოს წარმატება ბიჭებო ეს შანსი ესპანეთთან მოგებულმა თამაშმა მოგვცა აუცილებლად გამოვიყენებთ
Soso
24 თებერვალი 2023 01:44
5
ვულოცავ ბიჭებს. განსაკუთრებით ყოჩაღ შენგელიას.
რესურსი რაცაა, ესაა.
მთავარია გავიდეთ მსოფლიოზე. მამუკელაშვილი და ბითაძეც დაგვემატებიან და 1-2 თამაშს იქაც მოვიგებთ.
giabar
24 თებერვალი 2023 00:58
4
ნიდერლანდების მოსახლეობა მეტია ვიდრე საქართველოსი, გარდა ამისა, მდიდრები არიან. საკუთარ დარბაზში წააგეს და ალბათ ამდენს არ ილანძღებიან.
ზაქრო
24 თებერვალი 2023 01:36
1
ვოცნებობ იმ დღეზე, როცა საქართველოს ნაკრებში მსროლელს დავინახავ როდესმე. მთელი ცხოვრება ბურთს ისვრიან ფარში და ვერ აგდებენ. ვარჯიშებზე რას ისვრით საინტერესოა
ასეა ეს
24 თებერვალი 2023 01:12
2
არ გვყავს ახალგაზრდები! პირველად გესმით? ნახეთ ეროვნული ჩემპიონატი და ნახავთ, რომ არ გვყავს. სანაძე რომ შუთერი გეყოლება, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! რატომ არ გვყავს ახალგაზრდები იცით? იმიტომ რომ ბავშვების ნორმალური მწვრთნელები არ გვყავს და მაფია იქაა თუ არის. სადაც ნორმალური ბავშვი გამოჩნდება “მაფიოზი ბლატნოი” მწვრთნელები ართმევენ “არაბლატნოი” მწვრთნელებს და მერე არაფერს არ ასწავლიან. მსოფლიოზე თუ გავედით გოგა და სანდრო დაგვემატებიან და ცოტა რაღაცას დავემსგავსებით. მაგრამ სანამ ფედერაცია არ მიხედავს ბავშვთა კალათბურთს, არაფერი გვეშველება. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ 31 წლის თოკოს და 33 წლის შერმოს იმედად?! როდემდე ათრევს ეს 2 კაცი და ტედი ნაკრებს?!
სტუმარი
24 თებერვალი 2023 01:03
2
მართალს ბრძანებთ, ჩანს რომ შიგნიდან იცნობთ თემას - ყველა პერსპექტიული ბავშვი თუ ერთ-ორ გუნდში გადაიყვანეს, შიდა ჩემპიონატს მოიგებენ და კლუბსაც რეუტინგი და შესაბამისად, შემოსავალი გაეზრდება, მაგრამ კონკურენცია -0, მოტივაცია - "მაინც ყველას მვუგებთ", შესაბამისად, უკლასოდ დარჩენილი მომავალი...
მასტერს
24 თებერვალი 2023 08:17
0
მწვრთნელის ხელი არ ეტყობა სამწუხაროდ ნაკრებს, ხაზზე დაცვა უსუსტესი, დისციპლინაში პრობლემები….დღეს მოვიგეთ მარა წინ რა გველოდება ამ გუნდით, მით უმეტეს მსოფლიოზე?
Gogi
24 თებერვალი 2023 00:43
14
მწვრთნელის ხელი გუნდას დაეტყობა, როცა სტაბილურ ოპტიმალურ შემადგენლობასთან ყველა კვარტალში 1 კვირიანი მაინც საწვრთნელი შეკრბა ექნება. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, ისეთი გრაფიკი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს! მაკფადენი, შერმადინი და შენგელია განუწყვეტელი თამაშისაგან აშკარად გამოფიტული მომეჩვენნენ! ბითაძის და მამუკელაშვილის დიდად არ მეიმედება (არასაკმარისად ნიჭიერები არიან), მაგრამ ახლა მათი დამატება აუცილებელია! 1 წელიწადში ნიდერლანდების ნაკრები ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება!
aburjga
24 თებერვალი 2023 11:19
2
კალათბურთისთვის მაინც არსებობს ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლას კომუნისტების დროიდან აქვს დარბაზები, ამ ქვეყანაში ახალგაზრდა კალათბურთელები ეტყობა აღარ არსებობენ სამწუხაროდ. მაგარი სირცხვილია მსოფლიოზე ამ გუნდით გასვლა
gori
24 თებერვალი 2023 00:39
10
კაი ბატონო, ვთქვათ გავედით მსოფლიოზე, ამ გუნდით იქ საქვეყნო სირცხვილი არ არის ??????????????????? დავიჯერო ახალგაზრდები არ არსებობენ ?????????? აღარაფერს ვამბობ ისეთებზე ვისაც ოდნავ მაინც სროლა ეცოდინება ???????????
???????????????
24 თებერვალი 2023 00:36
13
რა შეიყავით თითი, ალბათ არ არსებობენ.
კალათბურთელი სიმონიკა, სიმაღლე 2,12მ. ფეხის ზომა N47
24 თებერვალი 2023 01:05
3
რატომ არასდროს არა გვყავს ქართველი მსროლელი, იცის ვინმემ , მე მგონია , რომ ძალიან უხარისხო ბავშვთა მწვრთნელები გვყავს?
?
24 თებერვალი 2023 01:15
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული