ზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდების 88:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით.

რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, რადგან ვიცით, ძალიან მძიმე თამაში გვექნება. ისლანდია ურთულესი მეტოქეა. ისინი ბევრ სამქულიანს ისვრიან, სწრაფად მოძრაობენ. მათ თამაშს კარგი დაცვა
უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია შევქმნათ. ამისთვის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს საქმეზე უნდა ვკონცენტრირდეთ და კვირისთვის მოვემზადოთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ისტორიის შექმნისა რა მოგახსენო ილიას და ვფიქრობ საკუთარი მაქსიმუმი დიდი ხანია რაც გააკეთე და თავიც ამოწურე. ნაკრები რეგრესირებს და ეს თვალსაჩინოა. ჰოლანდიის ნაკრებთან გამარჯვება, თანაც ასეთი თამაშით დიდი ვერაფერი საამაყოა, მსოფლიოზე ამდენი შეცდომითა და ხარვეზით (პერიმეტრის და სამ წამიანის დაცვა ხომ ქრონიკული ტკივილია) ჯგუფურ ეტაპზევე გამოვეთიშებით ასპარეზობას, ამიტომ ხანდახან დრო დგება წასვლის. მადლობა ყველაფრისთვის, თუმცა ცვლილებების დროა.
pablo
10:39 24-02-2023
0
ახალი ტაქტიკური მონახაზებია საჭირო, რომელსაც მწვრთნელი ვეღარ აკეთებს. შესაბამისად სამიანებს ჩვენი მოთამაშეები ისვრიან რთული მდგომარეობებიდან, მაშინ როცა სხვა გუნდები სამიანებს ისვრიან კომბინაციების შედეგად უკვე გამონთავისუფლებული მოთამაშების საშუალებით.
ქართველი
11:34 24-02-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული