ზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდების 88:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ! მართალია, კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა წინ გველის დიდი გამოწვევა ისლანდიასთან დაპირისპირების სახით.

რა თქმა უნდა, თბილისში სავსე არენას ველოდებით, გვჭირდება, რომ გულშემატკივრებმა გუნდი რთულ მომენტებში გაამხნევონ, ხალხი ჩვენთან ახლოს იყოს, რადგან ვიცით, ძალიან მძიმე თამაში გვექნება. ისლანდია ურთულესი მეტოქეა. ისინი ბევრ სამქულიანს ისვრიან, სწრაფად მოძრაობენ. მათ თამაშს კარგი დაცვა
უნდა დავუპირისპიროთ და ისტორია შევქმნათ. ამისთვის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენს საქმეზე უნდა ვკონცენტრირდეთ და კვირისთვის მოვემზადოთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობა უნდა გაუმჯობესდეს. როდესაც წლებია არ ჩანს ახალგაზრდა უნარიანი მოთამაშეები, ეს გარკვეულად ნიშნავს, რომ ბავშვთა კალათბურთში და ქვეყნის ჩემპიონატში რაღაც ვერ წარიმართება სწორად!
დო მაჟორი
12:46 25-02-2023
0
სამი კალათბურთელის გარდა, დანარჩენი ბალასტია. ერთი რამ მაინტერესებს, ეს ლონდარიძე რატომ დაყავთ ტურისტად წლებია???
gela
11:48 25-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული