ისლანდიელთა მწვრთნელი: კვირას საქართველოს ნაკრების დამარცხება იდეალური იქნება

AutoSharing Option
26 თებერვალს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

თუმცა, უიმედოდ არც ჩვენი მეტოქეა, რომლის მწვრთნელმა კრეიგ პედერსენმა რეიკიავიკში ესპანეთთან 61:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი mbl-სთან გააკეთა:

"ჩვენგან განსხვავებით მეტოქე სამქულიანებს კარგად ისროდა და პერიმეტრს გვიკეტავდა. დაცვაშიც ეფექტურები იყვნენ და დაგვსაჯეს. ანგარიშის 7 ქულამდე შემცირება შევძელით და სამქულიანი ვერ გამოვიყენეთ. ვინ იცის, ის ბურთი რომ ჩაგვეგდო, შემდეგ რა მოხდებოდა. ვცდილობდით ზეწოლა გაგვეძლიერებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

ვიცით, საქართველოსთან კარგად თამაში შეგვიძლია,
რაც ძალიან რთული იქნება. მათთან თამაში ძნელია, მეტოქის შეტევების შენელება ეხერხებათ. გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან კარგად თამაში გვჭირდება. დიდი გუნდების წინააღმდეგ სავსე დარბაზებში დაპირისპირებისას მდიდარი გამოცდილება მივიღეთ. კვირას გასვლით მატჩში გამარჯვება იდეალური იქნება".

altშერმადინი: ისლანდიასთან გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს

altზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

altკარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

altსაქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

alt"შევხვდებით მსოფლიო თასზე" - ანტეტოკუნმპომ ქართველ კალათბურთელებს მიმართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენებს ნიდერლანდებთან მატჩის მიწურულს შენგელიას მითითებით დაცვაში ზონები ორგანიზებულად დაეკეტათ ჯერ არ მინახია მანამდე. თოკომ სპეციალურად მიუთითა ზონები გადაეკეტათ ნიდერლანდელებისთვის და სწორედ რომ აქედან შეეზღუდათ მასპინძლებს სამქულიანების სატყორცნი არეალი. უბრალოდ ვეღარ აგდებდნენ მასპინძლები. ეს იმედია ამოსავალი წერტილი იქნება მომდევნო მატჩებისთვის!
ლაშა
19:49 24-02-2023
0
უყურე ამას, მოგების იმედი აქვს ალბათ სამიანების ხარჯზე, ბიჭებო თქვენ იცით აბა, რაც შეიძლება მჭიდროდ ეთამაშეთ და გადაუკეტეთ პერიმეტრი, არ მისცეთ თავისუფლად ტყორცნის უფლება, შეიძლება თქვენც წაგივიდეთ სამიანების სროლა და გამარჯვება ჩვენია
Nukri
20:37 24-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული