3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
გილოცავთ!!! მთავარია საქართველოს ჰიმნი აჟღერდება არაერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე!!! 3 კაცით გავედით მსოფლიოზე და კიდე ვიღაცეებს პრეტენზიები აქვთ!!! თოკოს არ აგინებდნენ რო ცსკაში წავიდაო!!! ეს ის თოკოა 4 დღეში 3 თამაში რო ჩაატარა და 5 ჯერ გადაფრინდა გადმოფრინდა!!! თოკოს მეოთხედი გააკეთეთ ქვეყნისთვის და მერე ილაპარაკეთ! მადლობა ბიჭებს!!!
ბოკინიო
23:20 26-02-2023
11
ზუროსის გაშვებას რო იძახით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და სულ რო სულელი იყოს მაინც არ უნდა წავიდეს ამ ეტაპზე! ჯერერთი თვითონ გუნდს არ მოუხდება მსოფლიომდე ესე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელს შეცვლა, მერე კიდე რა ქართველობაა კაცმა ასე თუ ისე აქამდე მოგვიყვანა და გაშვებით დაუფასო??!? იქნებ მადლობა ვუთხრათ და მსოფლიოზე ვუგულშემატკივროთ?? იქნებ მსოფლიოს მერე განვიხილოთ შედეგების მიხედვით??
მამუკა
00:08 27-02-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული