3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
არის,როგორც იქნა.
მსოფლიომდე დროა,თუ 14-15 3-ნს ვერ ჩავაგდებთ ყოველ თამაშში-ვერც ერთს მოვიგებთ,ამიტომ უკანა ხაზმა სპეც-ური მომზადება უნდა გაიაროს-მსროლელები... წინა ხაზი-კარგი ფიზიკური მომზადება და არც ერთ ნაკრებს ჩამოუვარდება (შენგ-შერ-ბითაძე),მანამ ამხანაგურში-არა ევროპულ ნაკრებებს უნდა შევხდეთ,სტატიტისტიკაზეც მუშაონაა საჭირო, ყოველი თამატის მოგებაზე-ბოლო 16 შეხვედრაში-მე-5 მოვიგეთ(?!)და...
რაც შეეხება მომავალ თაობა-სპორტულმა ჟურნალისტებმა კალათბურთის ფედერაციის ხალხი უნდა დაიიჯინოს და პრეს- კონფერენცია მოაწყობინოს-რატომ არ ჩანს ახალი თაობა,რა მიზეზები არსებობს და რატომ ვერ აგვარებენ(?!),
რას ფიქრობენ დიდი სამეულის წასვლის მერე, რა დონის კალათბურთი გვექნება და მასზე პასუხისმგებელი-ვინ არის(?!)
კახაბერი
14:48 27-02-2023
2
ისტორიაში საუკეთესო შედეგი, უდიდესი წარმატება. ანუ, რეალურად კარგი საშუალო ნაკრები გვყავს, მართლაც მაგარი მწვრთნელით. ებროპის ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, მით უმეტეს, ჩრდილო მაკედონიასთან 2 მოგება გაგვიუქმეს, მართლა იდეალური შედეგია. თამაშის დონე საკმარისია, რა მაქსიმალური შედეგიც დაისახეს. მაგის ზემოთ, ოცნებაც კი წარმოუდგენელია. გასაგებია, ყველაფერში მეტი გვინდა, სრულიად უსაფუძვლოდ, მაქსიმალისტი გულშემატკივარია, მაგრამ პროგრესი, რაც ბოლო 12 წლის მანძილზე გვაქვს, სახეზეა. მანამდე ევროპის "ბ" ლიგაში მოთამაშე ნაკრები იყო, რომელიც ევროპაზე მოხვედრას ნატრულობდა. ახლა მსოფლიოზე გავიდნენ და მაინც აკრიტიკებენ. გრძელი სკამი არ გვაქვსო და მთავარ მწვრთნელს ედავებიან. ეგ ხალხი, თუ ბუნებაში არ ასებობენ, საიდან მოიყვანოს. მწვრთნელის წარმატება სწორედ ეგ არის, რა მასალაც არის, შედეგს იმით რომ დებს, თორემ ნბა-ს საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს რამენაირად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევიდან გადაიყვანს. მადლობა ბიჭებს, მადლობა სამწვრთნელო შტაბს, წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე
ლერი
14:35 27-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული