გაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

AutoSharing Option
ქართულ კალათბურთს საამაყო წარსული აქვს და არაერთი წარმატება მოუპოვებია, თუმცა თანამედროვე ისტორიაში იყო პერიოდი, როცა ევროპის "ბ" დივიზიონიდან დაწინაურებასაც ვერ ვახერხებდით და ამისთვის ცოტა გვაკლდებოდა, ამას განვიცდიდით. გავიდა ხანი და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აღვნიშნავთ. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს გაორებული გრძნობები დარჩა, რადგან ტურნირზე გასვლა ბოლო ტურში მარცხით შევძელით. პრობლემებზე, ხარვეზებსა და მომავლის გეგმებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება და საჭიროა, ზეიმს კი თავისი ადგილი აქვს. 26 თებერვალს ჩვენ ნამდვილად ისტორიული ფურცელი ჩავწერეთ!..

მატჩზე საუბარი ბოლოდან დავიწყოთ. ორივე მხარეს
ფიზიკური დატვირთვა და ემოციური ფონი იყო, ამას ისიც დაემატა, რომ მათემატიკური გათვლებიც გახდა საჭირო. ამის გამო შეცდომებმა იმატა. ჯერ თორნიკე შენგელიამ, როგორც ნამდვილმა ლიდერმა და კაპიტანმა, მოწინააღმდეგეების მხრიდან აუცილებლად მოსალოდნელი დაჯარიმება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათში ვერცერთი ტყორცნა ვერ მოათავსა. შემდეგ ყველა იმაზე მსჯელობს, თუ მაკფადენმა ბურთი კალათისკენ რატომ ისროლა, როცა ფრესა და ოვერტაიმს ასეთი მარცხი გვერჩივნა, თუმცა რატომღაც არ აღნიშნავენ, რომ წინა შეტევაში ფარის წინ მარტოდ მდგომი ისლანდიელის მხრიდან ბურთის პერიმეტრზე გამოტანა გადამწყვეტი შეცდომა რომ იყო, რადგან სტუმრებს 2 ქულაც აკმაყოფილებდათ. რთულია, როცა ამხელა ემოციური ფონია, ყველაფერი ცივი გონებით გათვალო. ისლანდიელები იმდენად შეეჩვივნენ იმას, რომ კალათში სამქულიანებს თავისუფლად ათავსებდნენ, ბოლომდე გონებაში ჩაებეჭდათ, რომ მიზნისთვის ასე მიეღწიათ. რაც შეეხება ჩვენს ამერიკელ ლეგიონს, მასთან მაინც უკეთესი კომუნიკაცია იყო საჭირო.

Sportall.Ge

ვისაც ისლანდიასთან თამაშის მთელი რიგი კომპონენტები არ მოეწონა, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა და ამაზე სულ ვუთითებდით - ის, რომ მეტოქეები პერიმეტრიდან "გვბომბავენ", თავად კი სამქულიანების დაბალი რეალიზაცია გვაქვს; ის, რომ შეტევაში მეტი კომბინაცია გვჭირდება და მხოლოდ შენგელია-შერმადინის ინდივიდუალური გარჯის იმედად არ უნდა ვიყოთ... ამ პრობლემებით მოვუგეთ ესპანეთის ნაკრებს, ბოლოსკენ წავაგეთ იტალიასთან. თუ გნებავთ, უფრო შორს წავიდეთ და თაობათა სათანადო ცვლა რომ გვჭირდება, ამისთვის უკეთესი შიდა ჩემპიონატი რომ საჭიროა და ა.შ. მაგრამ მატჩის შემდეგ თავად მთავარმა მწვრთნელმა ზუროსმა თქვა, იმედია, ამ წარმატებას მეტი მოედანი და უკეთესი პირობები მოჰყვებაო. მსოფლიო ჩემპიონატზე არგასვლით ხარვეზებზე ვინმე უფრო მეტად დაფიქრდებოდა? ნაკლებად წარმოსადგენია.

გასაგებია, ყველა თანაბარ პირობებშია, თუმცა ფიბას უპრინციპობის პირობებში, ისედაც შეზღუდული რესურსების მქონე ნაკრები მოთამაშეების სრულად გამოყენებას ვერ ვახერხებთ (ბითაძე, მამუკელაშვილი). ის, რაც თორნიკე შენგელიამ გააკეთა, ოთხდღიან სანაკრებო ინტერვალს შორის კლუბში ითამაშა, თან ყველგან მაღალ დონეზე, ეს ადამიანურ შესაძლებლობებზე მაღლაა. 

თავისი პრობლემები მთავარ მწვრთნელსაც აქვს, რომელმაც ეროვნული გუნდი ლამის კლუბს დაამსგავსა და არ ცდილობს, კონკურენცია მაქსიმალურად გაზარდოს და შანსი ახალგაზრდებსაც მისცეს. სხვა თუ არაფერი, ამით იქნებ მოულოდნელობის ეფექტი შეეტანა. მაგალითისთვის, მიხეილ ბერიშვილს ევრობარსკეტზე ცოტა დრო ეძლეოდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბევრი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა.

თუკი ევრობასკეტზე 2011 წლიდან მუდმივად ვმონაწილეობთ, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ევროპულ ნაკრებს შორის ვიქნებით. რუსეთის დისკვალიფიკაცია დაგვეხმარა, ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომლის გამოც ჯგუფში ნიდერლანდები გვყავდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მოვიგეთ, ბოლოს წავაგეთ კიდეც, მაგრამ 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ვიასპარეზებთ. ჩვენს ბიჭებს სურთ, წილისყრამ აშშ არგუნოს და მათთან ითამაშონ, ისე კი აზიურ და აფრიკულ ნაკრებებთან ჩვენი ამბიციები თამამად უნდა დავამტკიცოთ.

ამ წარმატებით არაფერი დასრულებულა, მხოლოდ იწყება!..

alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ქუჩის კალათბურთი თუ მოგვწონს მაშინ რატო ვიხდით ამხელა თანხას მწვრთნელთა შტაბზე.კოკოშკოვი ნბა ში წავიდა და ზიროსი ვერსად მიდის...ერთი წლის განმავლობაში რამდენი წაგება გვაქვს გადახედეთ და ვინ არის შუაში.კოკოშკოვმა თუ დაალაგა.ამან ქუჩური კალათბურთი დანერგა.თუ მოგწონთ ასე იყავით ზუროსი სულ იქნება ეტყობა
აბდულაი
27 თებერვალი 2023 15:05
14
რამდენჯერმე დავწერე - ჟურნალისტი შესანიშნავად წერს.
მართალია გუშინ წავაგეთ, თუმცა რეიკიავიკში ხომ მოვიგეთ! არავის აქვს ჩვენსავით მოკლე სკამი და ისლანდიაც არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა თამაშებში - ფეხბურთი და ხელბურთი გავიხსენოთ. თაობა არ მოდის და რა ქნას ზუროსმა.
მადლობა ღმერთს, ფეხბურთში წამოვიდა კარგი თაობა, სამი სხვაგან გაზრდილი ქართველის (საზონოვის დედა ქართველია) გადმობირებაც მოვახერხეთ და ახალგაზრდული ნაკრების, რომელიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი მგონია, ათი ფეხბურთელი ეროვნულის წევრია. მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი - ლ.გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე, წიტაიშვილი (გაგნიძე არ არის და მაგასაც მალე დაუძახებენ ეროვნულში).
იმედი მაქვს, კალათბურთშიც შეიცვლება სიტუაცია და მსოფლიო ჩემპიონატი ერთგვარი ბიძგი იქნება.
არჩი
27 თებერვალი 2023 14:50
7
რა ლოგიკით გგონია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რომელიმე ჩემპიონატის ფავორიტი გამარკვიე მეც თუ კაცი ხარ,,შენ თუ გგონია რადგან ეროვნული ნაკრებიდან ემატება 8-10 ფეხბურთელი ახალგაზრდულს ეგ გვაქცევს ფავორიტად თან მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატის დონის ტურნირზე ძაან შემცდარხარ,,ერთი კვარა,,მამარდა და მიქაუტაძეზე შეიძლება დაამყარო ((რაგაც დონეზე ისიც))იმედი თორე დანარჩენები როგორი კლასის ფეხბურთელებიც არიან ეგეთებს საერთოდ არ იძახებენ ის ნაკრებები ვინც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად მოიაზრებიან,,ესპანეთს მაგალითად პედრი,,გავი,,ფატი ყავს ინგლისს საკა,,ფოდენი,,გრინვუდი,,გერმანიას მუსიალა,,ვირცი,,ჰავერციც დაჟე,,საფრანგეთს კამავინგა,,ჩუამენი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ჰაი კლასის ფეხბურთელი ყავს,,ეს მე ჩამოგითვალე უცებ რაც გამახსენდა და ეგეთები კიდევ ბლომად ყავს ყველა ფავორიტ ნაკრებს და შენ კიდე გოჩოლეიშვილით და აზაროვით გინდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის მოგებაა??საღოლ მაგარი ოპტიმისტი ყოფილხარ,,ბალელშიკობით რა თქმა უნდა ყველა უბალელშიკებთ ჩვენს ნაკრებს მაგრამ მიზანი ისეთი უნდა დავისახოთ რისი შესრულების შესაძლებლობაც გვაქვს საკადრო რესურსიდან გამომდინარე,,რო გიხარია ეროვნულიდან დაგვემატებიანო,,ვინ გვემატება გადახედე აბა!! 80-% სკამზე ზის კლუბებში და ცვერნა ზვეზდაში,,შახტარში,,და მეორე ლიგის გუნდებში რო ვერ გახდნენ ძირითადის ფეხბურთელები იმათ რა ჩემპიონატის ფავორიტობა შეუძლიათ გამაგებინე??ჩვენი ერთადერთი იმედი არის კვარა და იღბალი დანარჩენი რა გითხრა ისეთ დონეზეა ქართული ფეხბურთი ტირილი მოგინდება,,
არჩის
27 თებერვალი 2023 21:49
0
ღვთისავარ, ყოჩაღ კალათბურთიც გესმის, მაგრამ რატომ არ თქვი, რომ კალათბურთს მეტი ყურადღება და პოპულარიზაცია სჭირდება, კალათბურთი და ფეხბურთი ჩვენი სპორტია, ჩვენი ახალგაზრდული გუნდები წარუმატებლად გამოდიან საერთაშორისო შეჯიბრებაბზე, სად არის ცვლა, ვინ უნდა შეცვალოს შერმადინი, შენგელია, ცინცაძე, რა უნდა პარლამენტში სანიკიძეს, კალათბურთის ახალ წესებზე მუშაობს? რამდენი კალათბურთელი, ან მომავალი კალათბურთელი გაიზარდა ფაჩულიას აკადემიაში?
პატრიოტი
27 თებერვალი 2023 14:46
1
ფაჩულიას აკადემია მაქსიმუმ 5 წელია რაც ფუნქციონირებს . 5 წელიწადში მთლიანი ნაკრები თუ არა ნახევარი მაინც იმ აკადემიის აღზრდილი იქნება ყველაფერს თავისი დრო აქვს
გულშემატკივარი
27 თებერვალი 2023 16:28
3
კარგი,სწორი სტატიაა!რაგბის ფედერაციამ შექმნა სისტემა,რომელშიც შეზღუდული კონტინგენტის ფონზე,კონკრეტულ პოზიციებზე,შესაბამისი მონაცემების ბიჭების მომზადებას და სანაკრებო დონეზე გაყვვანას უზრუნველჰყოფდნენ.თავიდან,ასაკობრივი ნაკრებებისათვის არჩევანს,80,ზოგჯერ კი უფრო ნაკლები სპორტსმენისგანაც კი აკეთებდნენ და სწორედ ამ მიდგომის გამოისობით,ვაღწევდით შედეგებს.დღეს გაცილებით მეტი ბავშვი ვარჯიშობს,რაგბიში და ასეთი მწირი არჩევანი აღარ გვაქვს,მაგრამ ეს მეთოდი უკვე გამოცდილია და კალათბურთშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.დღეს განსაკუთრებული გაჭირვება,უკანახაზელებზე და განსაკუთრებით გამთამაშებლებზე გვაქვს,სნაიპერული ტყორცნა კი,ყველას უნდა ესწავლებოდეს.დიდიან პატარიანად.საამისოდ,მწვრთნელების გადამზადებაც აუცილებელია.ერთი სიტყვით,მივიდნენ რაგბის ფედერაციაში და დარწმუნებული ვარ,არავინ დაზარდებათ,ყველანაირად დაეხმარებიან. დღეს კი,მთელ საკალათბურთო საქართველოს,ვულოცავ ნაკრების ამ,დღემდე მიუღწეველ შედეგს.ბიჭებს მადლობა,თავგანწირული ბრძოლისა და პატრიოტიზმისათვის.
სოსო
27 თებერვალი 2023 14:44
1
გილოცავთ ყველას. დარწმუნებული ვარ თამაშის ხარისხით თითქმის ყველა გულშემატკივარი უკმაყოფილო ვართ და ეს მხოლოდ თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე მღელვარების ბრალი ვერ იქნება.
როგორც გუნდი ისლანდია უფრო დაბალანსებულია ჩვენზე და მეტად გაგვიმართლა, ფაქტიურად სამი კალათბურთელის კლასის ხარჯზე მოვიგეთ. დიდი მადლობა ცინცაძეს, სანაძეს, ჯინჭარაძეს ლონდარიძეს სხვა ახალი სახეები თუ არ გამოჩნდნენ სამომავლოდ ვეღარც ევროკაზე გვექნება პრეტენზია. ანდრონიკაშვილი მოუმატებს მჯერა, ბერიშვილს მეტი შეეძლო -"ჩაუვარდა" თამაში. სანდრო და ბითაძე კი გაგვაძლიერებენ მარა სათადარიგო მოთამაშეებით თითქმის ყველა გუნდთან ვაგებთ.
წარმატება საქართველოს
rable
27 თებერვალი 2023 14:41
0
ყველამ ვიცით რომ ამ თამაშით შორს ვერ წავალთ და რომ არა გამართლება სულაც სახლში დავრჩებოდით, მაგრამ მოდით დღევანდელით გავიხაროთ და ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ... მიღწევა კი მართლაც უდიდესია და მალე ფეხბურთშიც გვეზეიმოს
papai
27 თებერვალი 2023 14:14
2
ზეიმებს და ქეიფებს გადაყვა საქართველო, დღესაც აღმაშენებლის, თამარის, ერეკლეს და ა.შ . გამარჯვებებით ვზეიმობთ, და მერე რა? პრობლემა არ უნდა გადაიდოს. ის რომ მომავალი თაობა სუსტია და ამ რეალობას ვერ ვიაზრებთ!? ამაზე მუშაობა ხვალ და ზეგ დაიწყონ? დაგვიანებულია.. ყველა ასაკობრივ ნაკრებს ვადევნე თვალი და გული შემეკუმშა, ყველას და ყველაფერს რომ ვერ მოიგებ, ან რატომ?, გასაგებია, მტკივლეული ის არის რომ მსოფლიოზე გასვლა, მაგარი გამართლებით მოტივაციას გიზრდის და თამასის დაწევა უკვე აღარ გინდა, ამ დროს მოიხედავ და დაინახავ რომ რეალურად საზეიმო არაფერი გაქვს, იმიტომ რომ სხვა ყველაფერშიც ნეხვში ხარ და გული დაგწყდება, ბიჭებმა ( ერთეულებმა, ავად თუ კარგად ,კოჭლობით და შრომით თამასა აწეის, მაგრამ სტრუქტურა ჩასვრილია, წყვეტაა , ლიდერების წასვლის შემდეგ ევროპაზე მოხვერდაც საოცნებო იქნება, ჩევნი პრობლემა ისაა რომ სულ ერთეული გამონათებების ხარჯზე გვინდა წარმატებების მიღწევა, საზოგადოება , უმრავლესობა არ არის ერთიანი, არც იყო ისტორიულად, აქ გვაქვს ერს ბევრი სამუშაო ....
გუსანი
01 მარტი 2023 11:56
0
ჯიგარი ხარ ზუსტი ნათქვამია დღევანედელით ვიხროთ და ხვალ შეეჭიდებიან მონავალს .
რატი
27 თებერვალი 2023 16:30
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული