"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა იციან ეხლა ამ ისლანდიელებმა?
თვენ ჩვენი პოლიტიკოსები რა მაგარი მანქანებით დარბიან ეგ უნდა ნახოთ, თქვენსავით ველოსიპედებით კი არ დადიან პარლამენტის სხდომაზე. )))))
მეგრელი
22:20 28-02-2023
11
საქართველო ევროპის საუკეთესო თორმეტ გუნდშია არ აქვს მნიშვნელობა როგორ გავედით,სამ მილიონიანი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა!!!შენი დრო მოდის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო!!!!!!!
სოსო
19:36 28-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული