საქართველოს ნაკრებმა ტრევიზოში პირველი ვარჯიში ჩასვლის დღეს გამართა

AutoSharing Option
იტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსმა, რომელიც ჩვენს გუნდს ტრევიზოში დახვდა, ნაკრები ჩასვლის დღესვე ავარჯიშა. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკრების წევრები ნამგზავრები იყვნენ, საღამოს ვარჯიში არ იყო დატვირთული და მას უფრო აღდგენითი ხასიათი ჰქონდა.

ილიას ზუროსის განკარგულებაში 5 კალათბურთელი გახლდათ. მოგეხსენებათ, ეროვნულ გუნდს 22 ივლისს უერთდებიან გოგა ბითაძე და თად მაკფადენი, ხოლო 23 ივლისს – თორნიკე შენგელია. ნაკრების ვარჯიშმა დაახლოებით 1 საათს გასტანა – კალათბურთელებმა მოთელვითი სახის კომბინაციების შემდეგ სროლებზე ივარჯიშეს.

ტრევიზოში სავარჯიშოდ იდეალური პირობებია.
სასტუმროდან 5 წუთის სავალზე მდებარე სპორტულ კომპლექს LaGhirada-ში სავარჯიშოდ მყუდრო და კომფორტული საკალათბურთო დარბაზია, სადაც ჩვენი ნაკრები 8 დღის განმავლობაში ივარჯიშებს და 29 ივლისს, ამავე დარბაზში იტალიაში შეკრებაზე მყოფ ეგვიპტის ეროვნნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დახურული სახის იქნება.

საქართველოს ნაკრების 23 ივლისის განრიგი შემდეგნაირია: დილას ტრენაჟორები და სპეციფიკური სათამაშო კომბინაციების დახვეწა, ხოლო საღამოს გენერალური ვარჯიშია დაგეგმილი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
დამწნილდა ნაკრები დამჟავდა ზუროსი ძმარივით გვყავს მალე დამწნილა ნაკრები...ფედერაციამ თუ დროზე არ გახილა თვალები მჟავედაც აღარ ივარგებს ნაკრები...არ დაბლოკოთ ტროლებო.
გიორგი
01:31 23-07-2023
0
რეალის ამერიკელზე რომ გაახმოვანეს, უბრალოდ გახმოვანებად დარჩა. როგორც ჩანს გაძლიერება არ გვეღირსა ამერიკელით.
G.LA
19:50 22-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული