პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ბითაძემ. მეორე პერიოდში ზუროსის შეგირდებმა ანგარიში გაზარდეს და პირველი ტაიმი 48:35 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულად დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მამუკელაშვილი იყო, 16 ქულა შენგელიამ ჩააგდო (პლუს 10 მოხსნა და 6 პასი), 13 ბითაძემ, 9-9 ანდრონიკაშვილმა და სანაძემ, 6-6 მაკფადენმა და შერმადინმა, 2-2 ბექაურმა, ლიკლიკაძემ, ცინცაძემ და ტურძილაძემ, 1 კი
ჯინჭარაძემ.
13 გვისტოს, ფინალში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, რომელმაც დღეს ირანს 81:66 სძლია.
მაშინ გადავიდეთ ჩვენც აზიაში და ყოველთვის გავალთ მსოფლიოზე...ევროპაზე გავდივართ და შედეგი ბოლო ადგილი...ასაკობრივები ხომ საერთოდ.16 ბმა გვასახელეს...ძაან კი მინდა მაგრამ ზუროსის ხელში ფუჭდებიან კალათბურთელები