ხვალ ისტორიული დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩს ითამაშებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი კაბო ვერდეს დაუპირისპირდება, რითაც პლანეტის საუკეთესო გუნდების უმაღლესი რანგის ტურნირში დებიუტი ექნება. დებიუტი ექნება კაბო ვერდესაც, რომელსაც იმ ედი ტავარეშის იმედი აქვს, რომელიც მადრიდის "რეალში" თამაშობს, მართლაც კარგი ცენტრია და მის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია გიორგი შერმადინს.
შერმადინი ხვალ მარტო არ იქნება. გოგა ბითაძე ტავარეშზე არანაკლებ მასიური და ჭკვიანი ცენტრია, რომელსაც კაბო-ვერდელ გოლიათთან მიმართებაში პერიმეტრიდან თამაში აქვს უპირატესობად. საბოლოოდ რა როგორ გამოვა, მოედანზე გამოჩნდება.
ცენტრის გარდა არსებობს შუა რგოლი და უკანა ხაზი, რომლებზეც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. კაბო ვერდე ფიბა სმიერ ტურნირის აუტსაიდერად არის მიჩნეული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ნებისმიერი მეტოქე ჩვენი ნაკრებისთვის არის უხერხული და იოლი გასეირნება არ იქნება – მათ შორის, არც კაბო-ვერდესთან.
ამ ისტორიულ და პრინციპულ დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრებმა გენერალური ვარჯიში "გიმნაზიუმ არენაზე" გამართა, თუმცა მანამდე "ოკინავა არენაზე" შეიარა და სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა. ჩვენს ნაკრებში საბრძოლო განწყობა და სრული მობილიზებაა. მწვრთნელებმა ძირითადი დრო კომბინაციების დამუშავებას დაუთმეს. ილიას ზუროსმა, ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა კალათბურთელებს დეტალურად აუხსნეს კონკრეტული სათამაშო სიტუაციებში როგორ უნდა განავითარონ შეტევა, როგორ უნდა დაიცვან თავი და ასე შემდეგ.
საქართველოსა და კაბო ვერდეს მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე თბილისის დროით დღის 12:00 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განხორციელდება. ჩვენი მატჩის შემდეგ ჯგუფის დარჩენილი 2 გუნდი – სლოვენია და ვენესუელა ითამაშებენ.

GBF.GE