საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
სუპერმაგარია.გილოცავთ იმედია კიდევ გავიმარჯვებთ. გაიგიჟეთ თავი !!!
მმმ
30 აგვისტო 2023 15:29
0
მაკფადენს მადლობა გადაუხადეთ რაც გააკეთა და გაუშვით,კაცს სროლა ევალება და მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო,ასევე ანდრონიკაშვილს,სროლა არ იცის საერთოდ.22 შესაძლო სამქულიანიდან მხოლოდ 4 მოთავსდა კალათში და ასეთი მაჩვენებლით შანსი არ გვაქვს მომდევნო ეტაპზე ამას + საშუალოდ 18 დაკარგვა რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჯგუფურ ეტაპზე,თუმცა მაინც კალათბურთია და არაფერს გამოვრიცხავ და წარმატებები მომდევნო ეტაპზე ჩვენს ნაკრებს.
პ.ს.გილოცავთ მთელ საქართველოს.
გიორგი
30 აგვისტო 2023 13:47
1
იმიტომ არ იცის სროლა ანდრონიკაშვილმა ჩემო ძმაო რომ დრო არ ააქვს , რომ ივარჯიშოს. სამაგიეროდ დრო აქვს მარცხენა ყურზე მეოეე ხვრელი გაიკეტა რომ 2 საყურე ატარაოსს. ამის დრო აქვს. ჩვენ რომ ნერვები აგვიდალოს ახალიან მაგრად გამოსდის. ჩემემადე არ მოდის რატო. არ ისვრიან ხალიან ბევრსსს პერიმეტრიდან??? ეხლა შემდეგ ეტაპზე მოვა გუნდები რომლებიც თამაში მინიმუმ 13 სამქულიანს აგდებენ, და ჩვენ კიდე ვეთამაშეთ სუსტ გუნდებს და განა ივარჯიშეს, არამედ პრესინგით ითამადეს საშინელი თამაში. ისევ ის მირჩევნია კარგი თამაშით წავაგოთ, ვიდრე ესეთი მოგებები გვქონდეს. იმედი მაქვს რომ შემდეგ ეტაპზე ნაკლებ დროს დაუთმობენ ანდრონიკაშვილს და სანაძეს
Beqa
30 აგვისტო 2023 14:32
16
არ ჯობია რომ 3 ქულიანებს შევეშვათ, მაინც ვერ ვაგდებთ
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
30 აგვისტო 2023 14:17
14
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს! გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა.როგორც რაგბიში ისე კალათბურთში მეორე ეშელონის გუნდი ვართ.პატარა ქვეყანა ვართ და ყველაფერში მაგრები და პირველები გვინდა ვიყოთ.ამბიცია კარგია მაგრამ რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ.ჯერ ეკონომიურად
უნდა განვითარდეთ და მერე დიდი წარმატებებიც მოვა.ნიჭიერი ერი ვართ და იმიტომ.საქართველოს გაუმარჯოს!
ენძო
30 აგვისტო 2023 13:59
9
ბიჯო იქვეა ზაზა და ჩაატარებინეთ მასტერკლასი როგორ უხსნიდა, სწორი პოზიციის შეჩევით მასზე გაცილებით მაღლებსა და უკეთესი ნახტომების მგონე კალათბურთელებს ფარქვეშ ბურთებს, მაგალითად როგორ დაჩაგრა ყველგან ვალანჩუნასი სადაც დაიჭირა.
ეეე
30 აგვისტო 2023 20:10
2
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ესწრებოდა ჩვენს თამაშს და სავარაუდოდ მეორე ტაიმში ბოლომდე არ იბრძოლეს ბიჭებმა და მაგიტომაც არ გამოიყვანა სანდრო!
ჯგუფიდან რომ გავიდეთ ორივე თამაში უნდა მოვიგოთ.
მოკლედ გერმანიასთან შეხვედრაში გამოჩნდება ქართული კალაღბურთუს დღევანდელი დონე.
წარმატება ბიჭებს!
თემურუ
30 აგვისტო 2023 15:13
1
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ორი წელი წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს და სულ რომ არ დასწრებოდა მაგ თამაშს,მაინც ვერაფერს დაუმალავს ბედოვლათი ზუროსი.))) სანაძეზე მეტი სათამაშო დრო რომ მიცეს ჯინჭარაძეს,მაგის გოგრამდე ვერ დავიდა ეგ.16 გუნდში მოხვედრა მაინც მაგარი ამბავია,მაგრამ ბევრი პრობლემა რომ აქვს ნაკრებს,ეგეც აშკარაა.სავარაუდოდ ბუ და შერმადინი ამთავრებენ სანაკრებო კარიერას ამ ტურნირის შემდეგ და მერე რა გვეშველება,ეგაა საკითხავი.ზუროსმა ცალსახად ამოწურა თავისი თავი,კომოშკოვის დაბრუნება არ იქნებოდა ურიგო აზრი,როგორც მწვრთნელი ჩვენს მერე კიდევ უფრო გაიზარდა,გარემოს და მოთამაშეების ნაწილს იცნობს და ადაპტაცია არ დაჭირდება
ჰერბერტი
30 აგვისტო 2023 17:21
6
ტამტანჯა ზუროსმა თავისი ტაქტიკური მონახაზებით! ასე გეგონება ამხანაგური თამაშები გადააბა და არა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს! კაცი, რომ მამუკელაშვილს ვერ გამოიყენებს ვენესუელასთან რაღა უნდა თქვა! შერმადინი კიდევ რაღაც დასიცხული დადის! ათამაშე რა ვისაც შეუძლია ამ წუთში თამაში!
მწვრთნელი
30 აგვისტო 2023 14:04
11
რატი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე,ასე არაფერი არ გამოვა.
ირაკლი
30 აგვისტო 2023 14:25
5
კომენტარებს გადავავლე თვალი და “50 ბურთით”, “რეგბი” … რა უბედურებაა??? - თუ აფიქსირებ აზრს, ახლოს ხომ მაინც უნდა იყო სახეობასთან?! - მწვრთნელის საკითხს მინდა შევეხო და აღვნიშნო, რომ სხვაზე გადაბრალება მარტივია. მადლობა ბიჭებს, მაგრამ კოკოშკოვმაც დაადასტურა მისი მაღალი დონე და ჰერბერტმაც… ასე რომ, საკუთარ თავშიც რომ ვეძებოთ ხარვეზები, ვფიქრობ უკეთესი იქნება. წარმატებები საქართველოს!
ირაკლი
30 აგვისტო 2023 22:00
1
ჩვენ რომ ქაოტურ კალათბურთს ვთამაშობთ გასაგებია-მწვრთნელი არ გვყავს ფაქტიურად,მაგრამ ანდრონიკაშვილს რატომ ათამაშებენ ნაკრებში და ამდენ დროს აძლევენ -ეს ვერ გავიგე?ალბათ იმიტომ რომ მწვრთნელი არ გვყავს ნორმალური. თედიც და ცინცაძეც გასაშვებია ნაკრებიდან .იქნებ სხვა ახალგაზრდებისთვის გაგვეხსნა გზა ?
mamulo
30 აგვისტო 2023 14:01
18
odala-ას შეცდომით დავეთანხმე, აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზი მაქვს! მადლობა ჩვენს ბიჭებს დღევანდელი დღისთვის!!!
გიორგი - 11
30 აგვისტო 2023 15:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული