საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ვულოცავ ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლას! სამწუხაროდ უკანახაზი არ გვყავს იმ დონის, რომ დიდი დახმარება გაუწიონ მაღლებს! როდესაც ნაკრების წევრი ხარ, 3 ქულიანებს მინიმუმ 40 პროცენტით უნდა ისვრიდე, რატი ანდრონიკაშვილი გაპიარებულია ( მურსია-ში ეძლევა 3-5 წუთი) მაკფადენი დაბერდა, ლიკლიკაძე რა დონისაც არის, 20-იანებში გამოჩნდა ( ბიძა კალათბურთის მსაჯთა კომიტეტის თავჯდომარე) , ცინცაძეს საუკეთესო წლები გავიდა და სანაძეს კი ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა წავიდეს ნაკრებიდან
რაღაც მოჯადოებული წრეა 10-15 წელი ერთი და იგივე ხალხი, არავითარი ახალი სახე , ანატოლი ბოისა კი მემგონი სიბერემდე იქნება ნაკრებში
ნაკრები იწყება ძმაკაცობით და ნეპოტიზმით
რომ დააკვირდეთ მამუ საერთოდ ამოვარდნილია თამაშის სქემიდან, ინდივიდუალურად თუ რამე გააკეთა
სანამ ნეპოტიზმი არ მოიშლება, სამწუხაროდ წლები გადის და ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა იკარგება
უნდა გაირღვეს ეს მოჯადოებული წრე, მაგრამ სანიკიძეს არც სურვილი და მონდომება აქვს


გოგა
30 აგვისტო 2023 23:46
4
ჩასაფრებული არ ვარ, პირიქით, მაგრამ სხვა ვერცერთი ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, რა კალათბურთელებიც გვყავს ყველა ნბა ევროლიგაა და ერთად თამაშობენ უსუსტესად, ერთი მეოთხედი რომ ყოფილიყო კიდე უეჭველი წააგებდნენ.
A
30 აგვისტო 2023 15:15
36
ბებიას, რომ ყ..ბი ქონოდა ბაბუა იქნებოდაო. სიხარულის და გამარჯვების შერგება არ შეიგიძლიათ ხო?
ჯონდო
30 აგვისტო 2023 15:51
5
ხალხო კარგით რააა. აღარც გავერთო?:)))
დუდა სანაძე
30 აგვისტო 2023 13:50
4
შერმადინი მაგარი ბლაყვია,2 ქულა ჩააგდო.
status quo
30 აგვისტო 2023 19:08
13
გუშინ დავწერე აქ- დაცვაში აგრესიული თამაში- ფარზე დომინირება და მოვიგებთ- ქვა(?!), მაგრააამ, ბიჭებო სროლა გამოასწორეთ,სროლა,ფარზე შესვლისას ნუ ჩქარობთ,და 3-ებს მოუმზადებელი ნუ ესვროთ,+ 1- თს რომ გაუფუჭდება,მე- 2-ე იმწამსვე-მალევე 3-ნს ნუ ესვრით, 2-ნით ფსიქიკა გაიმტკიცეთ და მერე ეცადეთ,ხშირად 3-5 წუთი ისე გადის-ბურთს ვერ ვაჰდებთ და ამას რომელი გრანდი არ გამოიყენებს- გაგვექცევა(?!)

მეტად მშვიდად ისროლეთ, თან მაშინ,როცა ფართან ჩვენი ცენტრები ახლოს დგანან,
შერმადინი ვერ გავიგე- რა სჭირს,საერთოდ მოშლილი არის(?!)

მიღებული ბურთებიღ- ლიტვას და შეიძლება ესპანეთს ქონდეთ ჩვენზე ნაკლები, ე.ი. დაცვაში ძალიან კარგად ვართ, მაგრამ სკოლები გაასწორეთ, სროლები, მეტად მშვიდად და...
გლახუნა
30 აგვისტო 2023 17:07
1
გავედით შემდგომ ეტაპზე! ქართველებს გაემარჯვოთ სულ.ეხლა ანალიზი,გუნდის ლიდერი საჩქაროდ უნდა გახდეს ბითაძე ან სანდრო,შერმადინის დრო ამ დონეზე თავდება,რატომ ვერ ითამაშა შენგელიამ,ენბეაში,სწორედ ამიტომ,გლეჯვით დაიწყო თამაში,ბოლოს თამაშისა,ვენესუელებმა ალღო აუღეს ბრძოლისას.გოგა და სანდრო კი თამაშობენ ენბეაში,გლეჯენ თამაშის თავიდან ბოლომდე,მსოფლიოს ,ენბეას დონის კალათბურთელებია,დანარჩენები სუსტებია,ენბეას დონეზე,ფაქტია,მაქსიმუმი,ვიბრძოლებთ მეცხრე ადგილისთვის,გვესაჭიროება ენბეს დონის მწვრთნელი და სამი-ოთხი ნიჭიერი ქარველის თამაში ,გოგას და სანდროს გარდა,NBA-ში უახლეს მომავალში,მაშინ უფრო მაღლა ავალთ,და ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების მცდელობები მაინც,გაუმარჯოს ქართული სპორტის წინსვლას
მ.ზ.
30 აგვისტო 2023 13:57
8
გიორგი, ვისაც არ უყურებია, იფიქრებს, რომ 2 მეოთხედი შერმადინმა ითამაშა, მესამეში ბითაძე გამოვიდა და მერე სულ ვაგებდით. გთხოვ, ცოტა დააკორექტირე
alexandre
30 აგვისტო 2023 13:48
0
ვულოცავ ორი მეტოქის დამარცხებას. სულ არარაობას - ჯობია. ისე, სუსტია ჩვენი ნ ა კ რ ე ბ ი. იმასთან შედარებით , რაც ინდივიდუალური პოტენციალი გააჩნიათ - ძაააან სუსტად გამოვიყურებით, როგორც ნაკრები. პრაქტიკულად , ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო აუტაიდერი ვართ მეორე ეტაპზ.
ვალერი
30 აგვისტო 2023 21:48
13
ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი,რო მოგვენდომებინა ამ გუნდებთან ვერდე ვენესუეალა.ვერც წავაგებდით..ძაან სუსტები არიან.გერმანიასთან -40 ავსტრალიასთანი -30
ჯორჯო ბიძია
30 აგვისტო 2023 21:19
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული