ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა: “უპირველესად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა შედეგს მიაღწია ნაკრებმა. ისტორიულია, რომ გუნდმა მონაწილეობა მიიღო პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე და მოახერხა 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში. ასე რომ, 2 გამარჯვებითა და ჯგუფიდან გასვლით ჩვენ ორივე მხრივ შევქმენით ისტორია.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩვენ ვეთამაშებით ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნაკრებს, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოს ტოპ-გუნდების რიცხვს. მათ ჰყავთ ნბა-ს
9 მოთამაშე და თამაშობენ ძალიან სწრაფად და ათლეტურად. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე მესმის, რომ ხანდახან, წაგების შემდეგ მოთამაშეთა განწყობა ფუჭდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ტრავმირებულები გვყავს. თორნიკე შენგელიას წინა თამაშში მოედანზე გასვლაც არ შეეძლო, თუმცა ძალიან მოინდომა, ექიმებიც ძალიან დაეხმარნენ და მაინც ითამაშა, თუმცა ისევ დაშავდა. ჩვენ შევხედავთ, რა ვითარება იქნება, თუმცა ჩანს, რომ საქმე საკმაოდ რთულადაა. ასევე ტრავმირებულია მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, რომლებსაც ფეხის პრობლემები აქვთ. ისიც გამაყუჩებლით თამაშობდა და ექიმები ახლა მას დიაგნოსტიკას უტარებენ. ერთი სიტყვით, ხვალ გამოჩნდება, თუ ვინ შეძლებს მოედანზე გასვლას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია და ასე უნდა იყოს ყველა ჩვენი ქომაგი. გავიმეორებ, რომ როგორც ყოველთვის, ავსტრალიასთან მატჩშიც მაქსიმუმს ვეცდებით. კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კალათბურთში არის მოგებები, არის წაგებები… ამ მოთამაშეებმა დიდი ხნის განმავლობაში დიდი მონდომება გამოავლინეს. ჩვენ ვცდილობდით ჩვენს მაქსიმუმს, მაგრამ ხანდახან პატარა დეტალები, თითოეული აცილებული ბურთი, ან მეტოქის მიერ ჩაგდებული ხდება გადამწყვეტი. 20 სამქულიანი ჩააგდო გერმანიამ, რაც იშვიათობაა. ჩვენ წავაგეთ ერთი მატჩი, ეს არ არის მსოფლიოს დასასრული და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 28 /
სამწუხაროდ ანდრონიკაშვილი, სანაძე ჯერჯერობით არ არიან მზად ნაკრებში სათამაშოდ..
nika
02 სექტემბერი 2023 19:07
6
ჰო, სანაძე ერთი 10 წელიწადში კაი ფორმაში იქნება ;)
ვვვ
02 სექტემბერი 2023 19:50
0
რასაც ზუროსი ამბობს, პიარის მესიჯბოქსია - აქცენტი გავაკეთოთ პოზიტივზე, ანუ ისტორიულ შედეგზე და გათვლილია იმაზე, რომ გადაიფაროს ის შეცდომები, რაც როსტერის, სათამაშო სტრატეგიის, ნატურალიზებული კალათბირთელის შერჩევის და ა.შ. იქნა დაშვებული. ჰოდა, ისტორიული შედეგი კარგი და სასიხარულოა, მაგრამ მწვრთნელისგან, რომელიც თვითონაცაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, ეს მესიჯი ცოტა ირონიულად ხომ არ ჟღერს?!..
მასტერს
03 სექტემბერი 2023 10:11
0
კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ. ჩემ აზრს მოგახსენებთ, შეგიძლიათ "დამბომბოთ". მე მგონი კალათბურთმა გარკვეულწილად დაკარგა თავისი "ეშხი" მას მერე რაც სამქულიანები შემოიღეს (არასწორი გადაწყვეტილება). ყველა საშუალო დონის ნაკრებმა "შეიარაღებაში" აიღო და მაქსიმუმი გამოწველა...
S.K.K.
03 სექტემბერი 2023 00:08
15
კარგი და ჩვენ პრინციპულად არ ვიღებთ შეიარაღებაში სამქულიანებს?...)))))
z
03 სექტემბერი 2023 03:39
1
სამქულიანებს თავისი ეშხი აქვს. თანაც შანსი ეზრდება გუნდებს , რომელთაც არ ჰყავთ მაღალი კლასის ცენტრები. უბრალოდ სამქულიანებს უნდა ვარჯიში, ბევრი ვარჯიში. როცა არ იყო სამართლიანი ტყორცნები,მე მახსოვს გვყავდა ბიჭიაშვილი, ჰქონდა ერთი წერტილი, მარცხენა ფლანგზე და იქიდო მუდამ ჰყრიდა. მაგრამ იგივე ცსკა-ს თუ ჟალგირისს ჰყავდა მაგეთი დონის მტყორცნელი 3-4. ამიტომაც დინამოს უჭირდა მათთან თამაში. უბრალოდ ბევრი ვარჯიშის ხარჯზე შეიძლება სამქულიანების ავტომატურად დაყენება, მაგრამ ტრადიციულად ეგ ჩვენი სპორტსმენების ხასიათში არ შედის.
Walter White
03 სექტემბერი 2023 01:10
0
ყველა გამოხმაურება
ეს რომ იხტიბარს მაინც არ იტეხავს... ნეტარ არიან მორწმუნენი!
S.K.K.
02 სექტემბერი 2023 23:06
4
ლაშა-ს და ყველა ქართველის მხარდასაჭერად ,ვისაც გული შესტკივა,ქართველთა წინსვლაზე და სიძლიერის გაუმჯობესებაზე,რეალური,ობიექტური დასკვნების გამოყენებით,,ლაზო აზნაურო რა უმადურობაზე უბნობ,შენგელიას გარკვეულ, ევრო დონის კალათბურთის თამაშს, ეჭქვეშ
არავინ აყენებს,მაგრამ მისი დიდი ავტორიტეტი უარყოფით როლს თამაშობს გუნდში, და ნაკრების დიდ გუნდებთან ,თამაშისას უარყოფით შედეგს იძლევა,წაგებით მთავრდება ნაკრებისთვის,გასაგებად რომ ვთქვა ის რაც გამოსდის შენგელიას კაბო ვერდესთან და გუნდი იგებს,ვეღარ გამოსდის სლოვენიასთან და გერმანიასთან და უსუსურად- გუნდის წაგებით მთავრდება,ობიქტურად ენბეას დონის მოთამაშეები ცოტა გვყავს-2 ბიჭი,მწვრთნელიც ვერაა და რატომღავ გადაყვა "სიხარულებს" და ხალხსაც გვასწავლის რაა ქართველებისთვის
სასიხარულოდ ისტორიული მიღწევა, ევრო თუ მსოფლიოს
ტურნირებზე ,ბევრი აქვს ქართველთა ქვეყანას შესაცვლელი,ქვეყნის თავის -უფლებისთვის, კალათბურთშიც და....,ყველა "სხვაშიც",დაწყებული მთავრობის უვიცების შეცვლით,
ქართლელი თავადი
02 სექტემბერი 2023 22:45
2
მილიტონ ჰეიგზე უკეთესი და უტიფარი სადღეგრძელოები უსწავლია ამასაც. ლუზერული სულისკვეთების ჩამნერგავი,მენტალიტეტს ახალისებს ტიპი
ბასკო
03 სექტემბერი 2023 08:04
3
Ra istoriuli latviam espanets mougo eseni kide saertod tu tamashoben lalatburts cadi ra da gaiyole shengeliac
Lasha
02 სექტემბერი 2023 21:30
20
უმადურობა,მაგარი ცუდი რამ არის! შენგელიაზე ეგ როგორ უნდა დაწეროს კაცმა?! თუ მავნე არა ხარ?!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
02 სექტემბერი 2023 22:03
1
Che klasis kalatburtelia xesavit iscris burts mavnebloba rashuashia ra mogcons es tamashi rasac tamashiben amas antikalatburti qvia
Lashache
02 სექტემბერი 2023 22:14
2
როდისაა ეა ოლიმპიადის შესარჩევი,ან რა ფორმატით და ვისთან ვითამაშებთ იცის ვინმემ?იქნებ დაწეროთ...
Master
02 სექტემბერი 2023 18:23
0
როგორც წესი პირველი ვუგებ ხოლმე ფორმატებს გინა ფეხბჰრთი გინდა გინდა კალათბურთი მაგრამ ან შენთხვე აში ჯერ თვითონაც არ იციან
პროტაგორა
02 სექტემბერი 2023 18:57
1
*********
***********
02 სექტემბერი 2023 21:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული