FIBA World Rankings: საქართველოს ნაკრებმა დიდ პროგრესს მიაღწია

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) ნაკრებების რეიტინგი განაახლა. მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საქართველოს ეროვნულმა გუნდმა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონტზე პირველად ითამაშა და 16 საუკეთესოს შორის მოხვდა, 10 პოზიციით წინ წაიწია და 465.9 ქულით 23-ე ადგილზე დამკვიდრდა.

მიუხედავად ტურნირზე წარუმატებლობისა, აშშ პირველ ადგილზე აღზევდა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა ესპანეთმა რეგრესი განიცადა.

მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია 8 პოზიციით დაწინაურდა და რეიტინგში მესამეა. ბრინჯაოს პრიზიორმა კანადამ 9 პოზიციით წაიწია წინ და მეექვსე ადგილზეა. ყველაზე დიდი ნახტომი კი ლატვიამ განახორციელა (+22) და ახლა რეიტინგში
მერვეა. ფინალისტი სერბეთი მეხუთე საფეხურზეა.

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს - რუსეთს და ბელარუსს ფიბას წევრობა შეჩერებული აქვთ და სიაში არ არიან. ლიეტუვა მე-10 ადგილზეა, უკრაინა 35-ეზე, ესტონეთი 49-ეზე, ყაზახეთი 68-ეზე, სომხეთი 83-ეზე, ხოლო აზერბაიჯანი 118-ეზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმოგიდგენიათ ფეხბურთში რომ ოცდამესამე ადგილზე ვიყოთ?!
3
ბევრად ნაკლები ბიუჯეტის მქონე საკალათბურთო ოჯახი სჯობს საფეხბურთოს...
ლაშა
22:24 15-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული