ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
შვეიცარიაში დღეს გამართულმა წილისყრამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 საგზურისთვის მებრძოლი 24 ნაკრები ჯგუფებში გაანაწილა. გათამაშების ფორმატის თანახმად, 24 გუნდი 4 ქვეყანაში – საბერძნეთში, ესპანეთში, ლატვიასა და პუერტო-რიკოში განაწილდა. თითოეულ ქვეყანაში თავი 6-6 ნაკრებმა მოიყარა, რომლებიც თავის მხრივ, 2 ჯგუფში (თითოეულში 3 ნაკრები) განაწილდა. თითო ქვეყნის 6-გუნდიანი მინი-ტურნირის გამარჯვებული (ჯამში 4 ნაკრები) მიიღებს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საგზურს.

საქართველომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლით მოიპოვა. საქართველო მოხვდა იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც ოლიმპიადის საგზურის კვოტებით
მიღების შემდეგ ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავეს. საქართველო მოხვდა ლატვიის დედაქალაქ რიგის ტურნირში, სადაც A ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლება. B ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო.

რიგა, ლატვია
A ჯგუფი – საქართველო, ფილიპინები, ლატვია
B ჯგუფი – ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო

გათამაშების ფორმატი ასეთია: ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ანუ საქართველო ეთამაშება ლატვიასა და ფილიპინებს და თუ პირველ ან მეორე ადგილს დაიკავებს, ნახევარფინალში გავა, სადაც იმავე ქვეყანაში ჩატარებული მეორე B ჯგუფიდან გასულ ნაკრებს შეხვდება. ნახევარფინალში მოგებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. შესაბამისად – თითო ქვეყანაში თითო საგზური გათამაშდება.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს 3 დანარჩენი ტურნირი შემდეგ ქვეყნებში, ამ შემადგენლობით ჩატარდება:

ვალენსია, ესპანეთი
A ჯგუფი – ლიბანი, ანგოლა, ესპანეთი
B ჯგუფი – ფინეთი, პოლონეთი, ბაჰრეინი

პირეოსი, საბერძნეთი


A ჯგუფი – სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია
B ჯგუფი – ეგვიპტე, საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა

სან-ხუანი, პუერტო-რიკო

A ჯგუფი – მექსიკა, კოტ დ’ივუარი, ლიეტუვა
B ჯგუფი – იტალია, პუერტო-რიკო, ბაჰრეინი

ოლიმპიადაზე უკვე გასულია 8 ნაკრები: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის 2 საუკეთესო ევროპული ქვეყანა), აშშ, კანადა (მსოფლიოზე 2 საუკეთესო ამერიკის ქვეყანა), ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანია), იაპონია (აზია) და სამხრეთი სუდანი (აფრიკა). ამ 8-ს დაემატება საკვალიფიკაციო მინი-ტურნირების 4 გამარჯვებული და საოლიმპიადო ტურნირის 12 მონაწილეც დაკომპლექტდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
ლატვიის მწვრთნელი ვინ არის? ის ტიპი ხომ არა, დასანახად რომ ვერ გვიტანს.
მწარე
27 ნოემბერი 2023 22:39
7
ბაგაცკისი არა, ლუკა ბანკი ყავდათ მსოფლიოზე, ეხლა თოკოს მწვრთნელია ვირტუსში.
გია პაპა
27 ნოემბერი 2023 23:25
0
არა ბაგაცკისი არაა.ეგ სოხუმის მწვრთნელი იყო და მგონი ხელფასი არ მისცეს თუ ბოლომდე და იმის მერეა დაბოღმილი ქართველებზე.
Master
27 ნოემბერი 2023 23:10
0
რაც მე წავედი ნაკრებიდან დავტოვე ბევრი პრობლემები და გუნდი არ განვითარდა.თუ უნდათ რომ წარმატებას მიაღწიონ უნდა შეიცვალოს ფესვებიდანვე მიდგომა და დამოკიდებულება.კალათბურთი ახალ დონეზეა და ვითარდება აქ კი 80 იანი წლების მიდგომით მოძრაობენ.
წარმატების მისაღწევათ ახალი ხედვა არის საჭირო ვისაც აქვს უნარი ნაკრები მოარგოს თანამედროვე კალათბურთს და ქონდეს ხედვა 10 წლის წინ...
ზუროსი
28 ნოემბერი 2023 11:58
1
ილო პაპავ, რა კარგად გისწავლია ქართული!
გია პაპა
28 ნოემბერი 2023 19:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული