საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიას 14 კალათბურთელით ესტუმრება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიაში მიემგზავრება. 20 თებერვალს, დილის 05;00 საათზე, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 12 კალათბურთელით დანიაში გაფრინდება, სადაც 2 მოთამაშე – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე შეუერთდება. რაც შეეხება იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც დანიასთან 23 თებერვლის მატჩის განაცხადში იქნებიან, მთავარი მწვრთნელი 22 თებერვალს დაასახელებს.

საქართველოს ნაკრები დანიაში სოლიდური დანაკლისით მიემგზავრება. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან, ისევე, როგორც ნბა-ს ყველა ევროპელი მოთამაშე თავის ნაკრებს. თუმცა ჩვენს ნაკრებს კიდევ 2 მოთამაშე ტრავმის გამო აკლია –
თბილისურ შეკრებაზე იყვნენ, მაგრამ სათამაშო კონდიციაში არყოფნის გამო ნაკრებს დანიაში ვერ გაჰყვნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.

ეროვნულ ნაკრებში დაგეგმილზე ადრე ჩამოვიდა და 2 ვარჯიში ჩაატარა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომლის გუნდიც იტალიის თასის გათამაშების პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა და კაპიტანიც დაუყოვნებლივ ეროვნულ გუნდში გამოემგზავრა. გუშინვე ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იყო ჩვენი ნაკრების ახალწვეული, ამერიკელი ჯოზეფ (ჯო) ტომასონი, რომელიც ევროლიგის კლუბ "მაკაბიში" გადავიდა, თუმცა ამას მისთვის საქართველოში ჩამოსვლაში ხელი დიდად არ შეუშლია. ტომასონმა "მაკაბიში" სადებიუტო მატჩი 14 თებერვალს ითამაშა და ორ დღეში საქართველოში გამოემგზავრა. მან ჩვენს ეროვნულ გუნდში 18 და 19 თებერვალს სრულფასოვანი ვარჯიშები ჩაატარა.

ალეკსანდარ ჯიკიჩს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ანატოლი ბოისა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი ჩვენს ნაკრებს დანიაში, მონაკოდან შეუერთდება, სადაც, მოგეხსენებათ, ევროლიგის ამავე სახელწოდების კლუბში მთავარი მწვრთნელის, საშა ობრადოვიჩის ასისტენტია. საქართველოს ნაკრები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდება, საიდანაც ავტობუსით 40 კილომეტრში მდებარე პროვინციულ ქალაქ ნესტვედში ჩავა. მატჩიც ნესტვედში 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 10 /
Ხელისგულზე დევს მიზეზი თუ რატომ არ მოდის კალათბურთში ახალი კარგი თაობა.სანამ კალათბურთში ფული გაჩნდებოდა კორუფციაც,ნაცნობ მეგობრობაც ნაკლებად იყო.ვინ რომელი მდიდარი შეიყვანდა კალათბურზე შვილს და ვარჯიშობნენ მხოლოდ ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან ბავშვები.ეხლა კალათბურთზე უფრო ძნელად შეიყვან ბავშვს და ძვირად ვიდრე მთვარეზე გაფრინდები.ამიტომ აქაც ჩაიჩოჩეს ღარიბმა ხალხმა და...შედეგიც სახეზეა.მოკლედ იგივე ხდება რაც ფეხბურთში.მე დარწმუნებული ვარ დღევანდელ დღეს შერმადინი კალათბურთზე ვერ ივარჯიშებდა.და შენ გგონია რაც მე ვთქვი სხვებმა არ იციან? Მაგრამ მომჯდრები არიან ჯიგრულად და თბილად და სულ არ ახატიათ კალათბურთიც და ფეხბურთიც?
სოსოს-ს
20 თებერვალი 2024 19:46
1
იმიტომ რომ გადაიქცა აკადემიები ბიზნესათ და იზრდებიან მხოლოდ მაგათი და მეგობრების შვილები შედეგიც სახეზეა.
ჩემი გამოცდილებიდან კალათბურთის აკადემია 208სმ სიმაღლის ბავშვსს არ გაზრდის იმიტომ რომ პატრონი არ ყავს საშინელებაა.7 წელი იყო აკადემიაში და ბოლოს მითხრეს სუსტია და გამოვიყვანე იმიტომ რომ ფული არ მქონდა ბევრი.ამიტომ არის
სოსოს
20 თებერვალი 2024 17:46
3
როცა ამდენი აკადემია არ გვქონდა, მაშინ გვყავდა მაგარი თაობა,ახლა აკადემიები გვაქვს და კალათბურთელებს ვეღარ ვზრდით!!რატომაა საქართველოში ყველაფერი პირიქით??!!
სოსო
20 თებერვალი 2024 15:26
0
არა ბურჯანაძეს, რო დასცინის ზოგიერთი მართლა სასაცილოა, თითქოს გადაძეძგილი ვიყოთ სტარებით.DDDDDDDDDDDDDDDD კაცი ესპანეთის მეორე დივიზიონის ერთერთ ლიდერ გუნდში სტაბილურად თამაშობს.მეც მინდა ქარიმ აბდულ-ჯაბარი იყოს მარა რაც გვყავს იმათ ფონზე დასაცინი ნაღდათ არაა.
ეეე
20 თებერვალი 2024 13:50
4
კატასტროფული სიტუაციაა კალათბურთში,ახალი თაობა არ გვყავს არც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში და არც ევროპულ ლიგაში, რა გვეშველება შენგელია შერმადინის წასვლის მერე!!!
!!
20 თებერვალი 2024 12:57
2
სამწუხაროდ, დიდად ყურადღებიანი არც მე ვარ, მაგრამ თუ არ ვცდები ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრაა.
თენგაბი
20 თებერვალი 2024 09:19
1
საქმე ვერ არის კარგად! ბურჯანაძეც დავიმახე და ამას კონტექსტი აღარ უნდა!
აზრი
20 თებერვალი 2024 07:58
6
და რა ხდება დანიაში? ხო შეიძლება რაღაც კონტექსტიც დააზუსტოდ. ამხანაგურია? ოლიმპიადის ბოლო შესარჩევია თუ რა ხდება? რა გაუგებარი სტატიაა?
გაუგებრობა
20 თებერვალი 2024 02:47
19
მოტობურთს ადევნე თვალი ძმას ვენაცვალე, რა დროს კალათბურთია ამ ზამთარში!
llcl
20 თებერვალი 2024 09:00
1
ევრობასკეტის შესარჩევი დაიწყო.
სერბეთი, საქართველო, ფინეთი, დანია - ესაა ჯგუფი და 2 გუნდი გადის.
ფინეთი როგორც მასპინძელი ისეა დაშვებული, ასე რომ დანარჩენმა 3 გუნდმა უნდა გავინაწილოთ 2 საგზური
ქომაგი
20 თებერვალი 2024 08:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული